Clear Search
წესები და პირობები
1.1 წინამდებარე ზოგად ბიზნეს პირობებში (შემდგომში „პირობები“) ქვემოთ მოცემულ ტერმინებს, თუ კონტექსტში სხვა რამ არ არის მითითებული, ექნება შემდეგი მნიშვნელობები და ისინი საჭიროებისამებრ შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლობით ან მრავლობით რიცხვში:
1.1.1 „ანგარიში“ ნიშნავს კლიენტის საოპერაციო ანგარიშს „გალტ ენდ თაგარტში“;
1.1.2 „ანგარიშის ამონაწერი“ ნიშნავს ანგარიშზე ჩარიცხული ან ანგარიშიდან გამავალი ტრანზაქციების პერიოდულ ამონაწერს;
1.1.3 „ანგარიშის რეზიუმე“ ნიშნავს კლიენტის ფასიანი ქაღალდების პორტფელის, ღია პოზიციების, მარჯინ მოთხოვნების, ფულადი შენატანების და ა.შ. შესახებ ამონაწერს დროის კონკრეტული მომენტისთვის;
1.1.4 „აგენტი“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს გარიგებას სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის ნაცვლად, მაგრამ საკუთარი სახელით;
1.1.5 "API" ნიშნავს აპლიკაციების პროგრამირების ინტერფეისს ალტერნატიული სავაჭრო ინტერფეისების ან პლატფორმების გამოსაყენებლად;
1.1.6 „უფლებამოსილი პირი“ ნიშნავს კლიენტის მიერ უფლებამოსილ პირს „გალტ ენდ თაგარტისთვის“ მითითებების მისაცემად;
1.1.7 „სამუშაო დღე“ ნიშნავს ნებისმიერ დღეს, როდესაც საქართველოში ბანკები ღიაა და აწარმოებენ საქმიანობას;
1.1.8 "CFD კონტრაქტი“ ან "CFD“ ნიშნავს ფასთა შორის სხვაობაზე კონტრაქტს, რომელიც ეფუძნება შესაბამისი ფასიანი ქაღალდის ან ინდექსის ფასის რყევებს;
1.1.9 „კლიენტი“ ნიშნავს ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირს ან ფირმას, რომელიც არის „გალტ ენდ თაგარტის“ მომხმარებელი;
1.1.10 „კლიენტების კლასიფიკაცია“ ნიშნავს „გალტ ენდ თაგარტის“ კლიენტთა საერთო კლასიფიკაციას პროდუქტის ან ტრანზაქციის მიხედვით;
1.1.11 „საკომისიოების, გადასახდელებისა და მარჯინების ჩამონათვალი“ ნიშნავს საკომისიოების, მოსაკრებლების, მარჯინების, საპროცენტო და სხვა განაკვეთების ჩამონათვალს, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს მომსახურებასთან დაკავშირებით, როგორც ეს განსაზღვრული იქნება „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ მიმდინარე მომენტში. საკომისიოების, გადასახდელებისა და მარჯინების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია „გალტ ენდ თაგარტის“ ვებ-გვერდზე www.gt.ge და შეიძლება მიეწოდოს კლიენტს მოთხოვნის შემთხვევაში;
1.1.12 „კონტრაქტი“ ნიშნავს „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ კლიენტთან ზეპირი თუ წერილობითი სახით დადებულ ნებისმიერ ხელშეკრულებას ნებისმიერი საქონლის, ფასიანი ქაღალდის, ვალუტის ან სხვა ფინანსური ინსტრუმენტის ან ქონების, მათ შორის ნებისმიერი დერივატივის, როგორიცაა ოფციონი, ფიუჩერსი, CFD, ან მათთან დაკავშირებული სხვა ტრანზაქციის, ყიდვის ან გაყიდვის შესახებ;
1.1.13 „ოფციონური კონტრაქტი“ ნიშნავს ხელშეკრულებას „გალტ ენდ თაგარტსა“ და კლიენტს შორის, რომლის პირობები ყველა თვალსაზრისით შეესაბამება ოფციონის პირობებს, რომელიც შეთავაზებულია, კოტირებულია ან ჩვეულებრივი სახით არის შეძენილი ან გაყიდული რეგულირებად ბაზარზე ან სხვა ბაზარზე და რომელიც გაივლის კლირინგს;
1.1.14 „კონტრაჰენტები“ ნიშნავს ბანკებს და/ან ბროკერებს, რომელთა მეშვეობით „გალტ ენდ თაგარტს“ შეუძლია განახორციელოს თავისი კონტრაქტები კლიენტებთან, ან რომლებთანაც „გალტ ენდ თაგარტი“ სხვაგვარად აწარმოებს ურთიერთობას კლიენტების ტრანზაქციებთან დაკავშირებით;
1.1.15 „ხანგრძლივი მოქმედების მატარებელი“ ნიშნავს ნებისმიერ ინსტრუმენტს, რომელიც საშუალებას აძლევს კლიენტს, შეინახოს ინფორმაცია იმგვარად, რომ ხელმისაწვდომი იყოს შემდგომი გამოყენებისთვის იმ დროის განმავლობაში, რომელიც შეესაბამება ინფორმაციის მიზნებს, და რომელიც იძლევა შენახული ინფორმაციის უცვლელად რეპროდუცირების საშუალებას;
1.1.16 „დეფოლტის შემთხვევები“ - აქვს ამ ტერმინისთვის 20-ე მუხლში მინიჭებული მნიშვნელობა;
1.1.17 "FIFO" არის ტერმინის "First in - First Out" აბრევიატურა და ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ერთი ან მეტი ერთი და იმავე მახასიათებლების მქონე კონტრაქტი დაიხურება, „გალტ ენდ თაგარტი“, ამოსავალი წერტილის სახით, თავდაპირველად უფრო ძველ კონტრაქტს დახურავს;
1.1.18 „ინსაიდერული ინფორმაცია“ ნიშნავს გამოუქვეყნებელ ინფორმაციას, რომელმაც გასაჯაროების შემთხვევაში შესაძლოა შესამჩნევი გავლენა იქონიოს კონტრაქტის ფასწარმოქმნაზე;
1.1.19 „წარმდგენი ბროკერი“ ნიშნავს ფინანსურ ინსტიტუტს ან მრჩეველს, რომელსაც ანაზღაურებას უხდის „გალტ ენდ თაგარტი“ და/ან კლიენტები კლიენტების „გალტ ენდ თაგარტთან“ მიმართვისთვის და/ან ასეთი კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევისთვის და/ან ასეთი კლიენტების ტრანზაქციების შესრულებისთვის „გალტ ენდ თაგარტის“ სასარგებლოდ;
1.1.20 „მარჯინ გარიგება“ ნიშნავს კონტრაქტს, რომელიც გახსნილია და ხორციელდება მარჯინ დეპოზიტის საფუძველზე, განსხვავებით შესყიდვის ფასზე დაფუძნებული კონტრაქტისგან;
1.1.21 „მარკეტმეიკერი“ ნიშნავს ფინანსური ბაზრების პროფესიონალ მონაწილეს, რომელიც მუდმივად ახორციელებს ფინანსური ინსტრუმენტის შესასყიდი და გასაყიდი ფასების შეთავაზებას, შესაბამისად, ყიდვისა და გაყიდვის მიზნით დაინტერესებული კლიენტების არსებობის შემთხვევაში. „გალტ ენდ თაგარტი“, რომელიც წარმოადგენს მარკეტმეიკერს, ტრანზაქციასთან დაკავშირებით წარმოადგენს კლიენტის უშუალო კონტრაჰენტს;
1.1.22 „ბაზრის წესები“ ნიშნავს ნებისმიერი იმ ბირჟის, საკლირინგო სახლის ან სხვა ორგანიზაციის ან ბაზრის წესებს, რეგულაციებს, ჩვეულებებსა და პრაქტიკას, რომელიც ჩართულია ან სხვაგვარად არის დაკავშირებული ამგვარი ბირჟის, საკლირინგო სახლის ან სხვა ორგანიზაციის ან ბაზრის მიერ ტრანზაქციის ან კონტრაქტის გაფორმებასთან, შესრულებასთან, პირობებთან ან ანგარიშსწორებასთან და აღნიშნული ორგანიზაციების მიერ მათთვის მინიჭებული ნებისმიერი ძალაუფლების ან უფლებამოსილების განხორციელებასთან;
1.1.23 „წმინდა თავისუფალი კაპიტალი“ არის პროცენტის გაანგარიშების საფუძველი, რომელიც გამოითვლება „გალტ ენდ თაგარტის“ საკომისიოების, გადასახდელებისა და მარჯინების ჩამონათვალში მოცემული განმარტების შესაბამისად;
1.1.24 „OTC“ ნიშნავს ნებისმიერ კონტრაქტს, რომელიც ეხება საქონელს, ფასიან ქაღალდს, ვალუტას ან სხვა ფინანსურ ინსტრუმენტს ან ქონებას, მათ შორის ნებისმიერ ოფციონს, ფიუჩერსს ან CFD-ს, რომელიც არ ივაჭრება რეგულირებულ საფონდო ან სასაქონლო ბირჟაზე, არამედ ივაჭრება ბირჟის გარეთ „გალტ ენდ თაგარტის“, როგორც მარკეტმეიკერის, მიერ, როგორც ეს აღწერილია მე-15 მუხლში, ან სხვაგვარად;
1.1.25 „პრინციპალი“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც წარმოადგენს გარიგების მხარეს;
1.1.26 „გალტ ენდ თაგარტი“ ნიშნავს სს „გალტ ენდ თაგარტს“, რეგისტრაციის № 211359206, რომლის მისამართია საქართველო, თბილისი 0102, პუშკინის 3, ან რომელიმე მის ფილიალს;
1.1.27 „ფასიანი ქაღალდი“ ნიშნავს კლიენტის მიერ „გალტ ენდ თაგარტისთვის“ შესანახად გადაცემულ ნებისმიერ ფასიან ქაღალდს ან სხვა აქტივს;
1.1.28 „სერვისები“ ნიშნავს „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ წინამდებარე პირობების შესაბამისად გასაწევ სერვისებს;
1.1.29 „ანგარიშსწორების/ვაჭრობის დადასტურება“ ნიშნავს „გალტ ენდ თაგარტის“ მხრიდან კლიენტისთვის შეტყობინებას, რომელიც ადასტურებს კლიენტის მიერ კონტრაქტის გაფორმებას;
1.1.30 „პირობები“ ნიშნავს წინამდებარე ზოგად კომერციულ პირობებს, რომლებიც არეგულირებს კლიენტსა და „გალტ ენდ თაგარტს“ შორის ურთიერთობას; და
1.1.31 „სავაჭრო პლატფორმა“ ნიშნავს ნებისმიერ ონლაინ სავაჭრო პლატფორმას, რომელსაც „გალტ ენდ თაგარტი“ უზრუნველყოფს წინამდებარე პირობების შესაბამისად;
1.2 წინამდებარე პირობებსა და ბაზრის შესაბამის წესებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ბაზრის წესებს.
1.3 წინამდებარე პირობებში ნებისმიერი მითითება პირზე მოიცავს იურიდიულ პირებს, არაკორპორირებულ ასოციაციებს, ამხანაგობებს და ფიზიკურ პირებს.
1.4 სათაურები და შენიშვნები წინამდებარე პირობებში მოცემულია მხოლოდ მითითებისთვის და გავლენას არ ახდენს პირობების შინაარსსა და განმარტებაზე.
1.5 წინამდებარე პირობებში მითითებები ნებისმიერ კანონზე, საკანონმდებლო აქტზე ან დებულებაზე თუ დადგენილებაზე მოიცავს მითითებებს მის ნებისმიერ საკანონმდებლო ცვლილებაზე ან ხელახლა ამოქმედებაზე, ან აღნიშნული კანონის, საკანონმდებლო აქტის ან დადგენილების (ან ასეთი ცვლილების თუ ხელახალი ამოქმედების) საფუძველზე მიღებულ ნებისმიერ რეგულაციაზე ან ბრძანებაზე.
2.1 კლიენტი აცნობიერებს, აღიარებს და ესმის, რომ ვაჭრობა და ინვესტიციები ლევერიჯის კონტრაქტებში და ლევერიჯის გარეშე კონტრაქტებში არის:
2.1.1 ძალზე სპეკულაციური;
2.1.2 შეიძლება მოიცავდეს რისკის უკიდურეს ხარისხს; და
2.1.3 მიზანშეწონილია მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებსაც მარჯინ გარიგებების წარმოების შემთხვევაში შეუძლიათ აიღონ ისეთი ზარალის რისკი, რომელიც აღემატება მათ მარჯინ დეპოზიტს.
2.2 კლიენტი აცნობიერებს, აღიარებს და ესმის, რომ:
2.2.1 დაბალი მარჯინის გამო, რომელიც ჩვეულებრივ საჭიროა მარჯინ გარიგებებში, საბაზო აქტივის ფასის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზარალი, რომელიც შეიძლება არსებითად აღემატებოდეს კლიენტის ინვესტიციის და მარჯინ დეპოზიტს;
2.2.2 როდესაც კლიენტი ავალებს „გალტ ენდ თაგარტს“ რაიმე ტრანზაქციის დადებას, ნებისმიერი მოგება ან ზარალი, რომელიც წარმოიქმნება აქტივის ან საბაზო აქტივის ღირებულების მერყეობის შედეგად, მთლიანად კლიენტის ხარჯზე და რისკით იქნება;
2.2.3 კლიენტი იძლევა გარანტიას, რომ იგი მზად არის და აქვს ფინანსური თუ სხვაგვარი შესაძლებლობა, აიღოს სპეკულაციური ინვესტიციებით ვაჭრობის რისკი;
2.2.4 კლიენტი თანახმაა, არ დააკისროს „გალტ ენდ თაგარტს“ პასუხისმგებლობა იმ ზარალზე, რომელიც წარმოიქმნება იმის გამო, რომ „გალტ ენდ თაგარტი“ აწარმოებდა კლიენტის ანგარიშს და კლიენტი მისდევდა მის რეკომენდაციებს ან წინადადებებს ან მისი თანამშრომლების, პარტნიორების ან წარმომადგენლების რეკომენდაციებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „გალტ ენდ თაგარტის“ მხრიდან აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა უხეშ გაუფრთხილობლას;
2.2.5 კლიენტი აცნობიერებს, რომ თუ საგანგებოდ სხვა რამ არ არის შეთანხმებული, „გალტ ენდ თაგარტი“ არ განახორციელებს კლიენტის მიერ უკვე დადებული ტრანზაქციების უწყვეტ მონიტორინგს არც ინდივიდუალურად და არც ხელით. შესაბამისად, „გალტ ენდ თაგარტი“ არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი იმაზე, რომ ტრანზაქციები იმისგან განსხვავებულად განვითარდეს, რასაც კლიენტი შეიძლება ვარაუდობდა, და/ან განვითარდეს კლიენტისთვის არახელსაყრელად;
2.2.6 კლიენტი აღიარებს იმ ფაქტს, რომ საინვესტიციო ვაჭრობაში შეუძლებელია მოგების არსებობის ან ზარალის არარსებობის გარანტია; და
2.2.7 კლიენტი აღიარებს იმ ფაქტს, რომ კლიენტს არ მიუღია ასეთი გარანტიები ან მსგავსი რწმუნებები არც „გალტ ენდ თაგარტისგან“, არც წარმდგენი ბროკერისგან ან მათი წარმომადგენლებისგან ან ნებისმიერი სხვა ორგანიზაციისგან, რომელთანაც კლიენტი აწარმოებს ანგარიშს „გალტ ენდ თაგარტში.“
3.1 „გალტ ენდ თაგარტი“ თავის კლიენტებს სამ კატეგორიად ყოფს: 1-ლი მარჯინ ჯგუფის კლიენტები, მე-2 მარჯინ ჯგუფის კლიენტები, და მე-3 მარჯინ ჯგუფის კლიენტები.
3.2 „გალტ ენდ თაგარტი“ სხვადასხვა დონის მარჯინ მოთხოვნებს უყენებს თითოეულ კატეგორიას და შესაბამისად, კლიენტებს თითოეულ კატეგორიაში.
3.3 „გალტ ენდ თაგარტი“ თავის კლიენტებს სთავაზობს შესაძლებლობას, მოითხოვონ კატეგორიის შეცვლა და შესაბამისად, გაზარდონ ან შეამცირონ მარჯინ მოთხოვნის დონე. თუ კლიენტი ითხოვს კატეგორიის შეცვლას, კლიენტი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ რაოდენობრივ და თვისებრივ კრიტერიუმებს.
3.4 კლიენტის თხოვნის საფუძველზე, „გალტ ენდ თაგარტი“ ატარებს კლიენტის კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და ცოდნის სათანადო შეფასებას, რათა გასცეს გონივრული გარანტია ტრანზაქციების ან სერვისების ბუნების გათვალისწინებით, რომ კლიენტს შესწევს უნარი, მიიღოს საკუთარი საინვესტიციო გადაწყვეტილებები და გაიაზროს მათთან დაკავშირებული რისკები. თუმცა, თუ ზემოაღნიშნული კრიტერიუმები არ არის დაკმაყოფილებული, „გალტ ენდ თაგარტი“ იტოვებს უფლებას, გადაწყვიტოს, მიაწოდოს თუ არა სერვისები მოთხოვნილი კატეგორიზაციის მიხედვით.
4.1 კლიენტის მიერ წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პირობით, „“გალტ ენდ თაგარტს““ შეუძლია კლიენტთან დადოს ტრანზაქციები შემდეგ ინვესტიციებსა და ინსტრუმენტებზე:
4.1.1 ფიუჩერსები და ფასთა შორის სხვაობის კონტრაქტები საქონელზე, ფასიან ქაღალდებზე, საპროცენტო განაკვეთზე და სავალო ინსტრუმენტებზე, საფონდო და სხვა ინდექსებზე, ვალუტებსა და არაძვირფას და ძვირფას ლითონებზე;
4.1.2 სპოტ და ფორვარდული ძვირფასი ლითონის ზოდები, ვალუტები, OTC დერივატივები;
4.1.3 ფასიანი ქაღალდები, მათ შორის აქციები, ობლიგაციები და სხვა სავალო ინსტრუმენტები, მათ შორის სახელმწიფო და საჯარო გამოშვებები;
4.1.4 ოფციონები და გარიანტები ნებისმიერი ზემოჩამოთვლილი ინსტრუმენტის ყიდვასა ან გაყიდვაზე, მათ შორის ოფციონები და ოფციონური კონტრაქტები;
4.1.5 მართული აქტივები, როგორც OTC, ასევე საბირჟო ვაჭრობის ინსტრუმენტები; და
4.1.6 სხვა ისეთი ინვესტიციები, რომელსაც „გალტ ენდ თაგარტი“ შესაძლოა დროდადრო დათანხმდეს.
4.2 „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ გასაწევ სერვისებში შეიძლება შედიოდეს:
4.2.1 მარჯინ ტრანზაქციები;
4.2.2 მოკლე გაყიდვები (ანუ ისეთი გაყიდვები, როდესაც კონტრაქტის ერთ-ერთი მხარე ვალდებულია, მიაწოდოს აქტივი, რომელსაც ის არ ფლობს); ან
4.3 ორდერები შეიძლება განთავსდეს როგორც საბაზრო ორდერები უმოკლეს ვადაში ყიდვასა ან გაყიდვაზე ბაზარზე არსებულ ფასად, ანდა შერჩეულ პროდუქტებზე როგორც ლიმიტ ორდერები ან სტოპ ორდერები ყიდვასა ან გაყიდვაზე, როდესაც ფასი მიაღწევს წინასწარგანსაზღვრულ დონეს. ლიმიტ ორდერები ყიდვაზე და სტოპ ორდერები გაყიდვაზე უნდა განთავსდეს მიმდინარე საბაზრო ფასზე იაფად, ხოლო ლიმიტ ორდერები გაყიდვაზე და სტოპ ორდერები ყიდვაზე უნდა განთავსდეს მიმდინარე საბაზრო ფასზე ძვირად. თუ გაყიდვაზე ორდერების მიწოდების ფასი და ყიდვაზე ორდერების მოთხოვნის ფასი მიიღწევა, ორდერი შესრულდება უმოკლეს დროში ბაზარზე არსებული ფასით. ლიმიტ და სტოპ ორდერები არ არის გარანტირებულად შესრულებადი განსაზღვრული ფასით ან მოცულობით, თუ „გალტ ენდ თაგარტს“ ეს არა აქვს მკაფიოდ მითითებული კონკრეტული ორდერისთვის.
4.4 ნებისმიერ ტრანზაქციასა ან კონტრაქტთან დაკავშირებით, „გალტ ენდ თაგარტი“ ასრულებს ასეთ ტრანზაქციას ან კონტრაქტს როგორც პრინციპალი, თუ საგანგებოდ არ არის შეთანხმებული, რომ „გალტ ენდ თაგარტი“ მოქმედებს როგორც აგენტი კლიენტისთვის.
4.5 თუ სხვაგვარად არ არის წერილობით შეთანხმებული, კლიენტი „გალტ ენდ თაგარტთან“ კონტრაქტებს დებს როგორც პრინციპალი. თუ კლიენტი მოქმედებს როგორც აგენტი, განურჩევლად იმისა, უსახელებს თუ არა კლიენტი „გალტ ენდ თაგარტს“ პრინციპალს, „გალტ ენდ თაგარტი“ არ არის ვალდებული, ზემოაღნიშნული პრინციპალი მიიღოს კლიენტად და შესაბამისად, „გალტ ენდ თაგარტს“ აქვს უფლება, კლიენტი მიიჩნიოს პრინციპალად კონტრაქტთან მიმართებით.
4.6 როდესაც კლიენტი ოფციონურ კონტრაქტს დებს „გალტ ენდ თაგარტთან“, „გალტ ენდ თაგარტი“ მოქმედებს როგორც კლიენტის კონტრაჰენტი. „გალტ ენდ თაგარტი“ დებს კონტრაჰენტთან კონტრაქტს, რომელიც ყველა თვალსაზრისით „გალტ ენდ თაგარტსა“ და კლიენტს შორის კონტრაქტის იდენტურია. თავის მხრივ, კონტრაჰენტი დებს კონტრაქტს შესაბამის ბირჟაზე (თუ ბაზრის წესები არ მოითხოვს კლიენტისგან, იმოქმედოს როგორც „გალტ ენდ თაგარტის“ აგენტმა, რა შემთხვევაშიც ბირჟაზე კონტრაქტს დებს „გალტ ენდ თაგარტი“). კლიენტი დებს კონტრაქტს „გალტ ენდ თაგარტთან“ და მას არა აქვს რეგრესის უფლება „გალტ ენდ თაგარტის“ კონტრაჰენტებთან მიმართებით ანდა რაიმე უფლება „გალტ ენდ თაგარტსა“ და მის კონტრაჰენტებს შორის კონტრაქტებთან მიმართებით.
4.7 იმ შემთხვევაში, თუ „გალტ ენდ თაგარტი“ კლიენტს უწევს კონსულტაციას, აწვდის ინფორმაციას ან რეკომენდაციას, „გალტ ენდ თაგარტი“ არ არის პასუხისმგებელი ასეთი კონსულტაციის, ინფორმაციისა თუ რეკომენდაციების მომგებიანობაზე, როგორც ეს დამატებით არის განსაზღვრული 22-ე მუხლში; კლიენტი აღიარებს, აცხადებს თანხმობას და აცნობიერებს, რომ:
4.7.1 ყველა საბირჟო საინვესტიციო ტრანზაქცია და ბევრი კონტრაქტი სრულდება საბაზრო წესების შესრულების პირობით და მათ შესაბამისად;
4.7.2 საბაზრო წესები, ჩვეულებრივ, ითვალისწინებს ვრცელ უფლებებს საგანგებო ან სხვაგვარად არასასურველ სიტუაციაში;
4.7.3 თუ რომელიმე ბირჟა ან საკლირინგო სახლი ახორციელებს რაიმე ქმედებას, რომელიც უშუალოდ ან ირიბად ახდენს გავლენას ტრანზაქციასა ან კონტრაქტზე, მათ შორის ოფციონურ კონტრაქტზე, „გალტ ენდ თაგარტი“ უფლებამოსილია, გადადგას ნებისმიერი, სიტუაციის შესაბამისი და მხარეთათვის გონივრული ნაბიჯი კლიენტის და/ან „გალტ ენდ თაგარტის“ ინტერესების დასაცავად;
4.7.4 „გალტ ენდ თაგარტი“ არ არის პასუხისმგებელი 22.3 მუხლში განსაზღვრულ რაიმე ზარალზე, რომელიც კლიენტს მიადგება რომელიმე ბირჟის ან საკლირინგო სახლის ქმედების ან უმოქმედობის შედეგად, ანდა რაიმე ისეთი ქმედების შედეგად, რომელსაც „გალტ ენდ თაგარტი“ გონივრულად განახორციელებს ასეთი ქმედების ან უმოქმედობის გამო, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ აღნიშნული „გალტ ენდ თაგარტის“ უხეში დაუდევრობის შედეგია;
4.7.5 როდესაც „გალტ ენდ თაგარტი“ ასრულებს რაიმე ტრანზაქციას კლიენტის აგენტის რანგში, ტრანზაქციის მეორე მხარის მიერ მიწოდების ან გადახდის (ვითარების შესაბამისად) შესრულება მთლიანად კლიენტის რისკს წარმოადგენს;
4.7.6 „გალტ ენდ თაგარტის“ ვალდებულება, მიაწოდოს კლიენტს ინვესტიციები ანდა წარუდგინოს კლიენტს ან კლიენტის სახელით მოქმედ ნებისმიერ სხვა პირს ანგარიში ინვესტიციების გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალზე, დამოკიდებულია „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ ტრანზაქციის მეორე მხარის ან მხარეებისგან შესაბამისი დოკუმენტების ან გაყიდვის თანხის (რომელიც შესაფერისია) მიღებაზე;
4.7.7 „გალტ ენდ თაგარტს“ შეუძლია სრულად ან ნაწილობრივ, მუდმივად ან დროებით დახუროს ნებისმიერი ანგარიში, რომელიც „გალტ ენდ თაგარტმა“ გაუხსნა კლიენტს. ასეთი ნაბიჯის გადადგმა „გალტ ენდ თაგარტს“ შეუძლია სხვადასხვა ვითარებაში, მათ შორის, როდესაც:
4.7.7.1 „გალტ ენდ თაგარტს“ მიაჩნია, რომ კლიენტი შესაძლოა ფლობდეს ინსაიდერულ ინფორმაციას;
4.7.7.2 „გალტ ენდ თაგარტს“ მიაჩნია, რომ არსებობს ვაჭრობის არადამახასიათებელი პირობები; ან
4.7.7.3 „გალტ ენდ თაგარტს“ არ შეუძლია გაიანგარიშოს ფასები შესაბამისი კონტრაქტით საბაზრო ინფორმაციის არარსებობის გამო.
„გალტ ენდ თაგარტი“ კლიენტს აცნობებს ანგარიშის დახურვის და მისი მიზეზების შესახებ ანგარიშის დახურვამდე, თუ ეს შესაძლებელია, ხოლო თუ შეუძლებელია, დაუყოვნებლივ ანგარიშის დახურვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ინფორმაციის შეტყობინება საფრთხის შემცველია უსაფრთხოების ობიექტურად დასაბუთებული მოსაზრებებით.
4.8 ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. „გალტ ენდ თაგარტი“ არ იღებს არანაირ ვალდებულებას ინდივიდუალური კონსულტაციების, ინფორმაციის ან რეკომენდაციების უზრუნველყოფაზე ისეთ ფინანსურ პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც აღნიშნული კანონმდებლობით არ რეგულირდება.
4.9 როგორც წესი, „გალტ ენდ თაგარტი“ არ უწევს კლიენტს კონსულტაციას საგადასახადო საკითხებზე რომელიმე სერვისთან დაკავშირებით. კლიენტს ეძლევა რეკომენდაცია, რომ სერვისებთან დაკავშირებულ საგადასახადო შედეგებზე ინდივიდუალურად მიიღოს დამოუკიდებელი კონსულტაცია მისი ფინანსური მრჩევლისგან, აუდიტორისა ან იურისტისგან.
4.10 წინამდებარე პირობების ნებისმიერი სხვა დებულების მიუხედავად, „გალტ ენდ თაგარტს“, თავისი სერვისების მიწოდებისას, აქვს უფლება, გადადგას ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც ის საჭიროდ და გონივრულად მიიჩნევს საბაზრო წესებთან და ყველა სხვა კანონსა და ნორმატიულ გადაწყვეტილებასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
5.1 კლიენტს შეუძლია მიაწოდოს „გალტ ენდ თაგარტს“ წერილობითი ან ზეპირი ინსტრუქციები (რომლებიც უნდა მოიცავდეს ინტერნეტით ან ელექტრონული ფოსტით მიწოდებულ ინსტრუქციებს, როგორც ეს ქვემოთ არის აღწერილი). „გალტ ენდ თაგარტი“ დაადასტურებს ინსტრუქციების მიღებას ზეპირი ან წერილობითი ფორმით, ვითარებიდან გამომდინარე.
5.2 კლიენტი ვალდებულია, წერილობით აცნობოს „გალტ ენდ თაგარტს“ იმ პირების შესახებ, რომლებსაც კლიენტმა მისცა მინდობილობა, კლიენტის სახელით მიაწოდონ „გალტ ენდ თაგარტს“ ინსტრუქციები. პრაქტიკული მიზეზებიდან გამომდინარე, „გალტ ენდ თაგარტს“ შეუძლია კლიენტისთვის მხოლოდ ერთი მინდობილობის დარეგისტრირება. თუ კლიენტი მოისურვებს ასეთი მინდობილობის გაუქმებას, მინდობილობის ფარგლების შეცვლას, ანდა მინდობილობის სხვა პირისთვის მინიჭებას, მან ამის შესახებაც წერილობით უნდა აცნობოს „გალტ ენდ თაგარტს“. მინდობილობასთან დაკავშირებული ზოგადი წესების შესაბამისად, „გალტ ენდ თაგარტს“ აქვს უფლება, მიიღოს ინსტრუქციები ნებისმიერი პირისგან, რომელიც უფლებამოსილია კლიენტის მიერ, ასევე პირებისგან, რომლებიც უფლებამოსილად მიიჩნევიან.
5.3 „გალტ ენდ თაგარტის“ ვებგვერდზე აღწერილი პირობებისა და სავაჭრო პლატფორმის მე-6 ნაწილში განსაზღვრული პირობების გარდა, ინტერნეტით დადებულ კონტრაქტებზე ვრცელდება შემდეგი პირობები:
5.3.1 „გალტ ენდ თაგარტი“ არ არის პასუხისმგებელი კლიენტის ისეთ ზარალზე, ხარჯსა თუ ვალდებულებაზე, რომელიც კლიენტს წარმოეშვა სისტემის გაუმართაობის, მონაცემების არგადაცემის ან გადაცემაში შეფერხების, ანდა მსგავსი ტექნიკური შეცდომის შედეგად, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ აღნიშნული „გალტ ენდ თაგარტის“ უხეში დაუდევრობის შედეგია;
5.3.2 „გალტ ენდ თაგარტს“ შეუძლია შესთავაზოს კლიენტს ის ფასები, რომლებითაც რეალურ დროში ხდება ვაჭრობა. კლიენტსა და „გალტ ენდ თაგარტს“ შორის მონაცემების შეფერხებით გადაცემის გამო, „გალტ ენდ თაგარტის“ შეთავაზებული ფასი შესაძლოა შეიცვალოს მანამ, სანამ „გალტ ენდ თაგარტი“ კლიენტისგან ორდერს მიიღებს. თუ კლიენტისთვის შეთავაზებულია ორდერის ავტომატური შესრულება, „გალტ ენდ თაგარტს“ აქვს უფლება, შეცვალოს ფასი, რითიც კლიენტის ორდერი სრულდება, იმ საბაზრო ფასით რომელიც არსებობდა იმ დროს, როდესაც კლიენტის ორდერი იქნა მიღებული;
5.3.3 „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ შეთავაზებული ფასები გაყიდვაზე, ყიდვაზე ანდა ოფციონური კონტრაქტის შესრულებაზე ასახავს შესაბამისი პროდუქტის საბირჟო ვაჭრობის ფასს. იმ შეფერხებების გამო, რომლებიც წარმოიშვება კლიენტის მიერ ოფციონურ კონტრაქტთან დაკავშირებით ორდერის ანდა ინსტრუქციის შესრულებიდან შესაბამისი პროდუქტის საბირჟო ვაჭრობის შესრულებამდე, სავაჭრო პლატფორმაზე მითითებული ფასი შესაძლოა შეიცვალოს, რათა ოფციონურმა კონტრაქტმა ასახოს შესაბამისი პროდუქტის საბირჟო ვაჭრობის ის ფასი, რომელიც მას ჰქონდა მისი შესრულების მომენტისთვის (ვითარების შესაბამისად);
5.3.4 სავაჭრო პლატფორმა შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს რამდენიმე ვერსიაში, რომლებიც შესაძლოა ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს სხვადასხვა ასპექტით, მათ შორის, თუმცა არა მხოლოდ, უსაფრთხოების დონით, ხელმისაწვდომი პროდუქტებით და სერვისებით, და ა.შ. „გალტ ენდ თაგარტი“ არ არის პასუხისმგებელი კლიენტის წინაშე რაიმე ზარალზე, ხარჯზე, თუ ვალდებულებაზე, რომელიც კლიენტს წარმოეშვება ისეთი ვერსიის გამოყენების შედეგად, რომელიც განსხვავდება „გალტ ენდ თაგარტის“ სტანდარტული, ყველა არსებული განახლებით უზრუნველყოფილი ვერსიისგან;
5.3.5 კლიენტი პასუხისმგებელია ყველა ორდერზე, ასევე ნებისმიერი ინფორმაციის სიზუსტეზე, რომელიც კლიენტის სახელის გამოყენებით იგზავნება ინტერნეტით, პაროლზე ან პირადობის დადასტურების ნებისმიერ სხვა საშუალებაზე, რომლებიც გამოიყენება კლიენტის იდენტიფიცირებისთვის;
5.3.6 კლიენტი ვალდებულია, დაიცვას პაროლების კონფიდენციალობა და არ დაუშვას მესამე პირების წვდომა კლიენტის სავაჭრო საშუალებებთან;
5.3.7 კლიენტი პასუხისმგებელია „გალტ ენდ თაგარტის“ წინაშე იმ კონტრაქტებზე, რომლებიც სრულდება კლიენტის პაროლის გამოყენებით, მაშინაც კი, თუ ის არამართებულად იქნა გამოყენებული;
5.3.8 მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო პლატფორმამ შესაძლოა დაადასტუროს კონტრაქტის დაუყოვნებლივ შესრულება, როდესაც კლიენტი ინსტრუქციებს სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით გადასცემს, „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ შესრულების დასტურად ითვლება მხოლოდ და მხოლოდ ანგარიშსწორების/გარიგების დადასტურება, რომელსაც „გალტ ენდ თაგარტი“ უგზავნის კლიენტს ანდა ხელმისაწვდომს ხდის კლიენტისთვის სავაჭრო პლატფორმაზე.
5.4 კლიენტის მიერ სავაჭრო პლატფორმით ანდა ელექტრონული ფოსტით მიწოდებული ინსტრუქცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვლება მიღებულად და მხოლოდ იმ შემთხვევაში არის ქმედითი ინსტრუქცია და/ან სავალდებულო კონტრაქტი „გალტ ენდ თაგარტსა“ და კლიენტს შორის, თუ მას „გალტ ენდ თაგარტი“ არეგისტრირებს როგორც შესრულებულს და „გალტ ენდ თაგარტი“ უდასტურებს კლიენტს მის შესრულებას ანგარიშსწორების/გარიგების დადასტურებით და/ან ანგარიშის ამონაწერით, ხოლო კლიენტის მიერ ინსტრუქციების უბრალოდ მიწოდება არ ითვლება სავალდებულო კონტრაქტად „გალტ ენდ თაგარტსა“ და კლიენტს შორის.
5.5 კლიენტი ვალდებულია, „გალტ ენდ თაგარტს“ დაუყოვნებლივ მისცეს ნებისმიერი ინსტრუქცია, რომელიც შესაძლოა „გალტ ენდ თაგარტს“ დასჭირდეს. თუ კლიენტი დაუყოვნებლივ არ მისცემს ასეთ ინსტრუქციებს, „გალტ ენდ თაგარტს“ აქვს უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ, კლიენტის ხარჯზე გადადგას ის ნაბიჯები, რომლებსაც „გალტ ენდ თაგარტი“ ჩათვლის საჭიროდ საკუთარი თავის ან კლიენტის დასაცავად. ეს დებულება ანალოგიურად გამოიყენება ისეთ სიტუაციებში, როდესაც „გალტ ენდ თაგარტი“ ვერ ახერხებს კლიენტთან დაკავშირებას.
5.6 თუ კლიენტი არ უგზავნის „გალტ ენდ თაგარტს“ შეტყობინებას განზრახვის შესახებ, გამოიყენოს ოფციონი, ოფციონური კონტრაქტი ან სხვა კონტრაქტი, რომელიც საჭიროებს კლიენტისგან ინსტრუქციას „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ დადგენილ დროს, „გალტ ენდ თაგარტს“ შეუძლია ჩათვალოს, რომ კლიენტმა ეს ოფციონი ან კონტრაქტი უარყო. თუ კლიენტს სურს გამოიყენოს ოფციონი, ოფციონური კონტრაქტი ან სხვა კონტრაქტი, მან ამის შესახებ შეტყობინება უნდა გაუგზავნოს „გალტ ენდ თაგარტს“ დროულად (და დღის სათანადო მონაკვეთში), რათა „გალტ ენდ თაგარტმა“ გამოიყენოს ნებისმიერი იმ ოფციონური კონტრაქტის ეკვივალენტური კონტრაქტით გათვალისწინებული შესაბამისი უფლება, რომელიც „გალტ ენდ თაგარტმა“ დადო კონტრაჰენტთან. ოფციონური კონტრაქტები („ფუთ“ და „ქოლ“) რომლებიც ერთი ან მეტი პუნქტით არის მომგებიანი ვაჭრობის ბოლო დღეს, ავტომატურად სრულდება, განურჩევად იმისა, კლიენტმა იყიდა თუ გაყიდა ოფციონური კონტრაქტი. კლიენტი ვერ მისცემს „გალტ ენდ თაგარტს“ ინსტრუქციას, არ გამოიყენოს ოფციონები, რომლებიც ვადის გასვლისას მომგებიანია და ვერ მისცემს „გალტ ენდ თაგარტს“ ნებისმიერ დროს ინსტრუქციას, შეასრულოს წამგებიანი ოფციონები.
5.7 „გალტ ენდ თაგარტი“ იყენებს შემთხვევითი შერჩევის მეთოდს მისი კლიენტების ოფციონური კონტრაქტების დასახელებაში, როდესაც „გალტ ენდ თაგარტი“ თავისი კონტრაჰენტებისგან ღებულობს შეტყობინებას, რომ ერთი ან მეტი ოფციონის მოკლე პოზიცია დასახელებული იქნა. „გალტ ენდ თაგარტის“ ალოკაციის მეთოდი შემთხვევითი პრინციპით შეარჩევს მოკლე ოფციონურ კონტრაქტებს „გალტ ენდ თაგარტის“ კლიენტების ყველა პოზიციიდან, მათ შორის იმ ოფციონური კონტრაქტებიდან, რომლებიც უშუალოდ დასახელების წინ გაიხსნა. ყველა მოკლე ოფციონური კონტრაქტი შეიძლება დასახელდეს ნებისმიერ დროს. თუ მოკლე ოფციონური კონტრაქტი დასახელებულია, კლიენტი ვალდებულია, რომ მიწოდების შესაბამის ვადაში, უზრუნველყოს შესაბამისი ფულადი თანხის ანდა აქტივების მიწოდება „ქოლ“ ოფციონური კონტრაქტის შემთხვევაში და შესაბამისი ფულადი თანხის მიწოდება „ფუთ“ ოფციონური კონტრაქტის შემთხვევაში, რათა შესრულდეს ანგარიშსწორება.
5.8 „გალტ ენდ თაგარტს“ აქვს უფლება (და არცერთ ვითარებაში, ვალდებულება) მოითხოვოს დადასტურება იმ ფორმით, რომელსაც „გალტ ენდ თაგარტი“ კეთილგონივრულად მოითხოვს, როდესაც იღებს ინსტრუქციას ანგარიშის დახურვის ანდა კლიენტის კუთვნილი თანხის გადაგზავნის შესახებ, ანდა როდსაც „გალტ ენდ თაგარტი“ მიიჩნევს, რომ ასეთი დადასტურება აუცილებელი ან სასურველია.
5.9 მინდობილობასთან დაკავშირებით არსებული ზოგადი წესების თანახმად, კლიენტი პასუხისმგებელია „გალტ ენდ თაგარტის“ წინაშე იმ ზარალზე, რომელსაც „გალტ ენდ თაგარტი“ განიცდის იმ პირისგან მიღებული ინსტრუქციების შედეგად, რომელსაც აქვს არაორაზროვანი ან ნაგულისხმები უფლებამოსილება, კლიენტის სახელით მისცეს „გალტ ენდ თაგარტს“ ინსტრუქციები.
5.10 „გალტ ენდ თაგარტს“ აქვს უფლება, უარი თქვას კლიენტის მიერ უფლებამოსილი პირის ინსტრუქციების შესრულებაზე, თუ „გალტ ენდ თაგარტი“ მიიჩნევს, რომ მოწოდებული ინსტრუქციის შესრულებით დაირღვევა ამ სფეროს კანონმდებლობა, ჩვეულებითი საბაზრო პრაქტიკა, მათ შორის, თუმცა არა მხოლოდ, კანონმდებლობა ფულის გათეთრებასა და ინსაიდერულ ვაჭრობაზე, ანდა თუ „გალტ ენდ თაგარტის“ კეთილგონივრული შეხედულებით, მისი შესრულება საფრთხეს შეუქმნის კლიენტის და/ან ბანკის ეკონომიკურ მდგრადობას.
5.11 როგორც წესი, „გალტ ენდ თაგარტმა“ უნდა იმოქმედოს ინსტრუქციების შესაბამისად, როგორც კი ეს პრაქტიკულად შესაძლებელია. თუმცა, თუ ინსტრუქციების მიღების შემდეგ „გალტ ენდ თაგარტს“ მიაჩნია, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ამ ინსტრუქციების შესრულება გონივრულ ვადებში, „გალტ ენდ თაგარტს“ აქვს უფლება, გადადოს მათი შესრულება მანამ, სანამ ამის გაკეთება, „გალტ ენდ თაგარტის“ დასაბუთებული მოსაზრებით, არ გახდება შესაძლებელი, ანდა რაც შეიძლება სწრაფად აცნობოს კლიენტს, რომ „გალტ ენდ თაგარტი“ უარს ამბობს ასეთი ინსტრუქციების შესრულებაზე.
5.12 შესაძლებელია, „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ დასახელებულ ტრანზაქციების ფასებში შეცდომები იყოს დაშვებული. ასეთ შემთხვევებში, „გალტ ენდ თაგარტი“, ნებისმიერი იმ უფლების შეულახავად, რომელიც მას საქართველოს კანონმდებლობით აქვს, არ იქნება ვალდებული რაიმე კონტრაქტით, რომელიც სავარაუდოდ დაიდო (განურჩევლად იმისა, „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ დადასტურებულია თუ არა) ისეთ ფასზე, რომელიც:
5.12.1 აშკარად არასწორი იყო ტრანზაქციის დადების დროს, რაც „გალტ ენდ თაგარტს“ შეუძლია კლიენტს დაუსაბუთოს; ანდა
5.12.2 არასწორი იყო ტრანზაქციის დადების დროს რაც კლიენტმა იცოდა ან კლიენტს უნდა სცოდნოდა.
ასეთ შემთხვევაში „გალტ ენდ თაგარტი“ იტოვებს უფლებას, 1) სრულად გააუქმოს გარიგება, ან 2) მცდარი ფასი, რომელზეც გარიგება დაიდო, შეასწოროს იმ ფასით, რომლითაც „გალტ ენდ თაგარტმა“ გარიგების ჰეჯირება მოახდინა, ანდა ისტორიულად სწორი საბაზრო ფასით.
5.13 „გალტ ენდ თაგარტისთვის“ მიუღებელია სავაჭრო სტრატეგიები, რომელთა მიზანია, ისარგებლოს შეცდომებით ფასებში და/ან დადოს გარიგებები არასაბაზრო ფასებად (რომელიც „სნაიპინგის“ სახელითაა ცნობილი). იმ შემთხვევაში, თუ „გალტ ენდ თაგარტი“ შეძლებს დოკუმენტურად დაადასტუროს, რომ გარიგების დადების დროს შეცდომები იყო დაშვებული ფასებში, საკომისიოებში ან სავაჭრო პლატფორმაზე, და იმ შემთხვევაში, თუ „გალტ ენდ თაგარტი“ მიიჩნევს, რომ კლიენტი, მისი სავაჭრო სტრატეგიიდან ანდა სხვა დადასტურებული ქცევიდან გამომდინარე, განზრახ და/ან სისტემატურად სარგებლობდა ასეთი შეცდომით ანდა ცდილობდა, ესარგებლა ასეთი შეცდომით, „გალტ ენდ თაგარტი“ უფლებამოსილია, მიიღოს ერთი ან მეტი ქვემოთ ჩამოთვლილი კონტრზომა:
5.13.1 შეასწოროს ფასების სპრედები, რომლებიც კლიენტისთვის არის ხელმისაწვდომი;
5.13.2 შეზღუდოს კლიენტის დაშვება ინფორმაციის ზოლთან, დაუყოვნებელ სავაჭრო კოტირებებთან, მათ შორის მხოლოდ ხელით კოტირების უზრუნველყოფა;
5.13.3 ამოიღოს კლიენტის ანგარიშიდან ნებისმიერი ისტორიული სავაჭრო მოგება, რომელსაც „გალტ ენდ თაგარტი“ დოკუმენტურად დაადასტურებს, რომ ლიკვიდურობით ბოროტად სარგებლობის შედეგად იქნა რაღაც დროს ამ კლიენტთან ურთიერთობის ფარგლებში მიღებული; და/ან
5.13.4 დაუყოვნებლივ შეწყვიტოს კლიენტთან ურთიერთობა წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე.
5.14 პირობებზე დათანხმებით, კლიენტი ანიჭებს „გალტ ენდ თაგარტს“ უფლებამოსილებას, დაარეგისტრიროს და აწარმოოს IP მისამართების აღრიცხვა, საიდანაც კლიენტი შედის ციფრულ პლატფორმებზე, რათა თავიდან აიცილოს ისეთი სავაჭრო სტრატეგიები, რომელთა მიზანია ფასებში შეცდომებით სარგებლობა და/ან არასაბაზრო ფასებად გარიგებების დადება (რაც ცნობილია „სნაიპინგის“ სახელით).
5.15. თუ კლიენტი ერთ პირზე მეტია (მაგალითად, ერთობლივი ანგარიშის მფლობელები):
5.15.1 თითოეული ასეთი პირის ვალდებულება იქნება პირდაპირი, ერთობლივი და სოლიდარული;
5.15.2 „გალტ ენდ თაგარტს“ აქვს უფლება, იმოქმედოს იმ ინსტრუქციების მიხედვით, რომლებსაც მიიღებს ნებისმიერი იმ პირისგან, რომელიც არის ასეთი პირი ანდა რომელსაც „გალტ ენდ თაგარტი“ ასეთ პირად თვლის, მიუხედავად იმისა, უფლებამოსილი პირია ის თუ არა;
5.15.3 ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა კომუნიკაცია, რომელსაც „გალტ ენდ თაგარტი“ გაუგზავნის ერთ-ერთ ასეთ პირს, ითვლება გაგზავნილად ყველა ასეთი პირისთვის; და
5.15.4 „გალტ ენდ თაგარტის“ მე-20 მუხლით განსაზღვრული უფლებები გამოიყენება, თუ მოვლენა, რომელიც მე-20 მუხლშია მითითებული, მიიჩნევა დამდგარად ნებისმიერი პირის მიმართ.
5.16 კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ „გალტ ენდ თაგარტმა“ ჩაიწეროს კლიენტსა და „გალტ ენდ თაგარტს“ შორის გამართული ყველა სატელეფონო საუბარი, ინტერნეტით გასაუბრება (ჩატი), და შეხვედრა და ასეთი ჩანაწერები ან ასეთი ჩანაწერების გაშიფრული ტექსტი გამოიყენოს მტკიცებულებად ნებისმიერი მხარის წინაშე (მათ შორის, თუმცა არა მხოლოდ, მარეგულირებელი ორგანოს და/ან სასამართლოს წინაშე), რომლისთვისაც „გალტ ენდ თაგარტი“, საკუთარი გონივრული შეხედულებისამებრ, ასეთი ინფორმაციის გამჟღავნებას მიიჩნევს სასურველად „გალტ ენდ თაგარტსა“ და კლიენტს შორის ნებისმიერი დავის ანდა მოსალოდნელი დავის შემთხვევაში. თუმცა შესაძლოა ტექნიკური მიზეზებით „გალტ ენდ თაგარტმა“ ვერ შეძლოს საუბრის ჩაწერა, ხოლო მის მიერ გაკეთებული ჩანაწერები ან სტენოგრამები განადგურდება „გალტ ენდ თაგარტის“ ჩვეულებითი პრაქტიკის შესაბამისად. ამიტომ კლიენტი არ უნდა იყოს იმის იმედად, რომ ასეთი ჩანაწერები ხელმისაწვდომი იქნება.
5.17 როდესაც კლიენტი „გალტ ენდ თაგარტს“ აწვდის ინსტრუქციას, გახსნას პოზიცია, რომელიც კლიენტის ერთი ან მეტი ღია პოზიციის საპირისპიროა, „გალტ ენდ თაგარტი“ დახურავს საპირისპირო პოზიციას FIFO პრინციპების შესაბამისად, თუ ამ პოზიციას არა აქვს დაკავშირებული ორდერები ანდა სხვაგვარად არ არის შეთანხმებული.
5.18 კლიენტი აღიარებს, რომ „გალტ ენდ თაგარტს“ აქვს უფლება, მაგრამ არა ვალდებულება, დახუროს საპირისპირო პოზიციები. ეს ეხება არა მარტო იმ შემთხვევებს, როდესაც პოზიციები ერთ ანგარიშზეა განთავსებული, არამედ ასევე შემთხვევებს, როდესაც პოზიციები სხვადასხვა ანგარიშებზეა განთავსებული.
5.19 თუ კლიენტს რამდენიმე ანგარიში (ან ქვეანგარიშები) აქვს და საპირისპირო პოზიციები გახსნილია სხვადასხვა ანგარიშზე (ან ქვეანგარიშებზე), „გალტ ენდ თაგარტი“ არ დახურავს ასეთ პოზიციებს. კლიენტს საგანგებოდ აცნობებენ, რომ თუ ასეთი პოზიციები ხელით არ დაიხურება, შესაძლოა მოხდეს ყველა ასეთი პოზიციის მუდმივად გადატანა და შესაბამისად, მას ასეთი გადატანის ხარჯი დაერიცხოს.
6.1 სავაჭრო პლატფორმაზე კლიენტი უნდა შევიდეს თავისი მომხმარებლის იდენტიფიკატორითა და პაროლით. კლიენტმა უნდა დაიმახსოვროს თავისი პაროლი. ზედიზედ ხუთჯერ არასწორი პაროლის შეყვანა გამოიწვევს კავშირის ავტომატურ წყვეტას და მომხმარებლის იდენტიფიკატორის დაბლოკვას. „გალტ ენდ თაგარტი“ ატყობინებს კლიენტს შეწყვეტის/ბლოკირების და მისი მიზეზების შესახებ შეწყვეტამდე/ბლოკირებამდე, თუ ეს შესაძლებელია, ხოლო თუ შეუძლებელია, დაუყოვნებლივ მის შემდეგ, თუ ასეთი ინფორმაციის მიწოდება არ ქმნის საფრთხეს უსაფრთხოების ობიექტურად დასაბუთებული მოსაზრებებით. კლიენტი ვალდებულია, დაუსაბუთებელი დაყოვნების გარეშე აცნობოს „გალტ ენდ თაგარტს“ სავაჭრო პლატფორმის არასანქცირებული გამოყენების შესახებ ტელეფონის ნომერზე (+995 32) 2401111, ანდა თუ კლიენტი ეჭვობს, რომ მისი პაროლი უკანონოდ გამოიყენა მესამე პირმა, კლიენტი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს „გალტ ენდ თაგარტს“ ტელეფონის ნომერზე (+995 32) 2401111, რათა დაუყოვნებლივ დაიბლოკოს მისი სავაჭრო პლატფორმა. ამის შემდეგ კლიენტს შეუძლია შეუკვეთოს ახალი პაროლი.
6.2 კლიენტს ნებისმიერ დროს შეუძლია, დაბლოკოს საკუთარი სავაჭრო პლატფორმა სამუშაო დღეებში „გალტ ენდ თაგარტთან“ ტელეფონის ნომერზე (+995 32) 2401111 დაკავშირების გზით. სავაჭრო პლატფორმის დაბლოკვა აფერხებს სხვა პირების მასთან დაშვებას. დაბლოკვა არ იმოქმედებს დაბლოკვამდე არსებულ ღია შეკვეთებსა და პოზიციებზე, თუ კლიენტი საგანგებოდ არ მოითხოვს ამას; ამ პოზიციებზე გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი არის კლიენტი.
6.3 სავაჭრო პლატფორმის გამოყენების უფლება პერსონალურია და კლიენტმა არ უნდა დართოს ნება სხვა პირებს, გამოიყენონ მისი მომხმარებლის იდენტიფიკატორი და/ან პაროლი. თუ კლიენტს სურს, დართოს მესამე პირის ნება, ივაჭროს კლიენტის ანგარიშით, კლიენტმა ამ მესამე პირს უნდა მიანიჭოს ცალკე მინდობილობა. მინდობილობა უნდა დაიწეროს „გალტ ენდ თაგარტის“ მინდობილობის ერთ-ერთ ბლანკზე. მინდობილობის გაცემაზე თანხმობა უნდა გასცეს „გალტ ენდ თაგარტმა“. „გალტ ენდ თაგარტმა“ უნდა მისცეს მინდობილობის მფლობელს მომხმარებლის პერსონალურ იდენტიფიკატორი და პაროლი.
6.4 კლიენტს შეუძლია სავაჭრო პლატფორმიდან ამობეჭდოს ამონაწერები სავაჭრო აქტივობების და მის ანგარიშზე დარჩენილი ნაშთების შესახებ.
6.5 თუ კლიენტმა განათავსა ორდერი, რაზეც შემდეგ ნანობს, კლიენტს შეუძლია, მოითხოვოს ამ ორდერის გაუქმება მისი შესრულების მომენტამდე. კლიენტი აცნობიერებს, რომ „გალტ ენდ თაგარტი“ არ არის ვალდებული, გააუქმოს ორდერი. გაუქმების თხოვნა ანდა შეკვეთა შეიძლება გაკეთდეს სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით ანდა „გალტ ენდ თაგარტის“ სავაჭრო გუნდთან დარეკვის მეშვეობით. გაუქმების თხოვნა იმ ორდერებზე, რომლებიც გენერირებული იქნა ისეთი დროს, როდესაც მარჯინს ასცდა, შეიძლება გაეგზავნოს მხოლოდ „გალტ ენდ თაგარტის“ სავაჭრო გუნდს. ორდერი არ ჩაითვლება გაუქმებულად სანამ კლიენტი არ მიიღებს „გალტ ენდ თაგარტისგან“ წერილობით დასტურს.
6.6 კლიენტი არ არის პასუხისმგებელი სავაჭრო პლატფორმის უკანონო გამოყენებაზე მას შემდეგ, რაც კლიენტმა ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტს“ აცნობა.
6.7 „გალტ ენდ თაგარტი“ არ არის პასუხისმგებელი ზარალზე, რომელიც წარმოიშვება ანომალიური და გაუთვალისწინებელი ვითარებების შედეგად, რომლებიც „გალტ ენდ თაგარტის“ კონტროლს მიღმაა.
6.8 „გალტ ენდ თაგარტი“ არ არის პასუხისმგებელი რაიმე ირიბ ზარალზე და/ან ზარალზე, რომელიც წარმოიშვება ქვემოთ ჩამოთვლილის შედეგად:
6.8.1 საოპერაციო გაუმართაობა, რაც სავაჭრო პლატფორმის გამოყენებას აფერხებს;
6.8.2 შეფერხებები, რომელთა გამო კლიენტს არა აქვს წვდომა საოპერაციო პლატფორმაზე;
6.8.3 ინტერნეტის გამოყენება კომუნიკაციის და ტრანსპორტირების საშუალებად;
6.8.4 ზარალი, რომელიც წარმოიშვება კლიენტის კომპიუტერულ სისტემებთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
6.9 „გალტ ენდ თაგარტი“ არ არის პასუხისმგებელი ზარალზე, რომელიც წარმოიშვება კლიენტის მიერ იმ კომპიუტერული პროგრამების დაყენების და გამოყენების შედეგად, რომლებიც სავაჭრო პლატფორმაზე გამოიყენება.
7.1 კლიენტი ათვითცნობიერებს და ეთანხმება იმას, რომ გამგზავნის პირადობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, „გალტ ენდ თაგარტი“ კლიენტის ანგარიშზე გადარიცხვებს უშვებს მხოლოდ სხვა ბანკებში არსებული კლიენტის ანგარიშებიდან და ანგარიშებზე. ეს ნიშნავს, რომ „გალტ ენდ თაგარტმა“ გამგზავნი ბანკიდან უნდა მიიღოს საკმარისი ინფორმაცია გადარიცხვის შესახებ, რათა ზუსტად დაადგინოს, რომელ კლიენტს და რომელ ანგარიშზე ჩაირიცხება თანხა.
7.2 ელექტრონული გადარიცხვების თხოვნები, რომლებიც მიიღება სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით სამუშაო დღის არა უგვიანეს 14:00 საათისა თბილისის დროით, იმ დღესვე შესრულდება. თუ ელექტრონული გადარიცხვის თხოვნის ფორმა მიღებულია სამუშაო დღის 14:00 საათიდან მეორე სამუშაო დღის 08:00 საათამდე მონაკვეთში თბილისის დროით, კლიენტი უნდა ელოდოს, რომ გადარიცხვა შესრულდება მომდევნო სამუშაო დღეს 10:00 საათის შემდეგ თბილისის დროით.
7.3 კლიენტი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ კლიენტმა თავად უნდა გასწიოს ხარჯი გადახდის შესრულებასთან დაკავშირებით.
7.4 თუ კლიენტი თანხებს გადარიცხავს „გალტ ენდ თაგარტთან“ გახსნილ ორ ანგარიშს შორის, თანხები მიმღებ ანგარიშზე გადარიცხვის დღესვეა ხელმისაწვდომი.
7.5 კლიენტი აცნობიერებს და ეთანხმება იმას, რომ გადახდის ინსტრუქციების მიცემისას, კლიენტმა „გალტ ენდ თაგარტს“ ყოველთვის უნდა აცნობოს მიმღები ანგარიშის სრული რეკვიზიტები. ამ ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, „გალტ ენდ თაგარტი“ არ იქნება პასუხისმგებელი გადარიცხვის შესრულებაზე, არც რაიმე შეფერხებასა თუ დამატებით ხარჯზე, რომელიც წარმოიშვება მიმღებ ანგარიშზე გადარიცხვების სრული რეკვიზიტების არარსებობის გამო.
7.6 კლიენტი აცნობიერებს, რომ „გალტ ენდ თაგარტი“ არ არის პასუხისმგებელი დღეთა რაოდენობაზე, რომლებიც გავა გამგზავნი ბანკის მიერ გადარიცხვის მომენტიდან „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ თანხების მიღების მომენტამდე.
7.7 კლიენტი აცნობიერებს, რომ „გალტ ენდ თაგარტი“ არ არის პასუხისმგებელი დღეთა რაოდენობაზე, რომლებიც გავა „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ თანხის გადარიცხვის მომენტიდან მიმღებ ბანკში ანგარიშზე ამ თანხების ასახვის მომენტამდე.
7.8 კლიენტი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ ის არის პასუხისმგებელი ნებისმიერ უცხოურ ხარჯზე, რომლებიც წარმოიშვება შეფერხებების და შეცდომების შედეგად, რომლებიც დაშვებულია მიმღები ფინანსური დაწესებულების მიერ ანდა შუამავალი ფინასური ინსტიტუტების მიერ.
7.9 კლიენტი აცნობიერებს, რომ საგანგებო საბაზრო სიტუაციებმა, რომლებიც აღწერილია 30.4 მუხლში, შეიძლება გამოიწვიოს შეფერხებები თანხების გატარებაში.
7.10 კლიენტი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ „გალტ ენდ თაგარტმა“ უნდა გადასცეს ინფორმაცია გამგზავნის სახელისა და ანგარიშის ნომრის შესახებ პროცესში მონაწილე ფინანსურ ინსტიტუტებს.
7.11 „გალტ ენდ თაგარტმა“, „გალტ ენდ თაგარტის“ საკორესპონდენტო ბანკებმა და სხვა ბანკებმა, რომლებიც მონაწილეობენ გადახდის ჯაჭვში, უნდა თვალყური ადევნონ ფულადი სახსრების მოძრაობას ტერორისტთა სიების, მათ შორის ევროკავშირის მონაცემთა ბაზის გათვალისწინებით. ასეთმა მონიტორინგმა შეიძლება გამოიწვიოს გადახდების რეგისტრირების დაგვიანება, შეჩერება ან გაყინვა. „გალტ ენდ თაგარტი“ არ არის პასუხისმგებელი რაიმე ზარალზე, რომელიც წარმოიშვება ფულადი ნაკადების კონტროლის ვალდებულების შედეგად.
8.1 კლიენტმა „გალტ ენდ თაგარტს“ მოთხოვნისამებრ უნდა გადაუხადოს:
8.1.1 ისეთი თანხები დეპოზიტების გზით, ანდა როგორც საწყისი ან ვარიაციის მარჯინი, რომლებიც შეიძლება „გალტ ენდ თაგარტმა“ მოითხოვოს. თუ კონტრაქტი სრულდება „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ ბირჟაზე, ასეთი მარჯინი არ უნდა იყოს ნაკლები იმ თანხისა თუ პროცენტის, რომელსაც შესაბამისი ბირჟა განსაზღვრავს, და ნებისმიერი დამატებითი მარჯინის ჯამზე, რომელიც შეიძლება „გალტ ენდ თაგარტმა“, საკუთარი კეთილგონივრული შეხედულებისამებრ, მოითხოვოს;
8.1.2 ისეთი თანხები, რომლებიც შესაძლოა „გალტ ენდ თაგარტისთვის“ იყოს გადასახდელი დროდადრო კონტრაქტის შესაბამისად, და ისეთი თანხები, რომლებიც შესაძლოა საჭირო იყოს რაიმე დებიტორული ნაშთის დასაფარად ნებისმიერ ანგარიშზე;
8.1.3 თანხები, რომლებიც შესაძლოა „გალტ ენდ თაგარტმა“ მოითხოვოს მის მიმართ კლიენტის ვალდებულებების უზრუნველყოფის სახით; და
8.1.4 ნებისმიერი თანხა იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ფულის დადებითი ნაშთი ნებისმიერ და ყველა ანგარიშზე.
8.2 ოფციონურ კონტრაქტებზე მუშაობისას, „გალტ ენდ თაგარტი“ თავის კონტრაჰენტებთან დებს კონტრაქტს, რომელიც ყველა თვალსაზრისით „გალტ ენდ თაგარტსა“ და კლიენტს შორის დადებული ოფციონური კონტრაქტის იდენტურია და ამ კონტრაქტით კლიენტს და „გალტ ენდ თაგარტს“ შეიძლება დროდადრო მოეთხოვოს დამატებითი მარჯინის უზრუნველყოფა. „გალტ ენდ თაგარტმა“ შეიძლება შეტყობინების გარეშე შეცვალოს მარჯინის მოთხოვნები კლიენტის მიმართ, რათა ასახოს ცვლილებები მარჯინის მოთხოვნებში, რომლებიც დროდადრო წარედგინება „გალტ ენდ თაგარტს“ კონტრაჰენტთან დადებული ნებისმიერი კონტრაქტის შესაბამისად.
8.3 თუ კლიენტი ახორციელებს რაიმე გადახდას, რომელზეც მოქმედებს ფასების მერყეობა, თანხის დაკავება ან დაქვითვა, კლიენტმა „გალტ ენდ თაგარტს“ უნდა გადაუხადოს დამატებითი თანხა, რათა უზრუნველყოს, რომ „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ მიღებული თანხა ტოლი იყოს იმ თანხისა, რომელსაც „გალტ ენდ თაგარტი“ მიიღებდა ფასების მერყეობის, თანხის დაკავებისა ან დაქვითვის გარეშე.
8.4 თანხები კლიენტის ანგარიშზე „გალტ ენდ თაგარტს“ შეაქვს იმ პირობით, რომ „გალტ ენდ თაგარტი“ იღებს შესაბამის თანხებს. ეს პირობა მოქმედებს განურჩევლად იმისა, პირდაპირ არის თუ არა ეს მითითებული ქვითრებზე ანდა გადახდის სხვა შეტყობინებასა და მოთხოვნაზე.
8.5 თითოეულ ჯერზე „გალტ ენდ თაგარტის“ წინასწარი წერილობითი თანხმობით, კლიენტს, საკუთარი ვალდებულებების შესრულების მიზნით, შეუძლია ნაღდი ფულის ნაცვლად შეიტანოს ფასიანი ქაღალდი „გალტ ენდ თაგარტში“ ანდა მისცეს „გალტ ენდ თაგარტს“ გარანტია ანდა ანაზღაურების პირობა პირისგან და იმ ფორმით, რომელიც „გალტ ენდ თაგარტისთვის“ არის მისაღები. კლიენტი საგანგებოდ არის ინფორმირებული, რომ „გალტ ენდ თაგარტი“, საკუთარი კეთილგონივრული შეხედულებისამებრ, განსაზღვრავს ღირებულებას, რომლითაც ფასიანი ქაღალდი დარეგისტრირდება და, შესაბამისად, გათვალისწინებული იქნება კლიენტის მიმართ „გალტ ენდ თაგარტის“ მოთხოვნაში; „გალტ ენდ თაგარტმა“ შეიძლება მუდმივად შეცვალოს ასეთი ფასიანი ქაღალდის ღირებულება კლიენტისთვის შეტყობინების წინასწარ გაგზავნის გარეშე.
8.6 კლიენტი ინფორმირებულია, რომ „გალტ ენდ თაგარტში“ მის ანგარიშზე განთავსებულ ანდა შეტანილ ფასიან ქაღალდებს კლიენტი ვერ გამოიყენებს მესამე პირის წინაშე მისი ვალდებულების უზრუნველყოფის ან გარანტიის სახით, თუ ეს მესამე პირი არ არის „გალტ ენდ თაგარტთან“ დაკავშირებული ორგანიზაციები. „გალტ ენდ თაგარტთან“ დაკავშირებული ორგანიზაციის მიმართ ფასიანი ქაღალდების გირავნობა საჭიროებს „გალტ ენდ თაგარტის“ თანხმობას.
8.7 ნებისმიერი ფასიანი ქაღალდი შენახული იქნება შუამავალი ბროკერის ან უფლებამოსილი მეურვის მიერ, რომელსაც ნიშნავს „გალტ ენდ თაგარტი“; ეს შუამავალი ბროკერი ან უფლებამოსილი მეურვე პასუხისმგებელი იქნება, მოითხოვოს და მიიღოს ყველა საპროცენტო გადასახადი, შემოსავალი და სხვა უფლებები, რომლებიც წარმოეშვება კლიენტს.
8.8 კლიენტის საგანგებო თანხმობით, „გალტ ენდ თაგარტს“ აქვს უფლება:
8.8.1 გადასცეს კლიენტისგან მიღებული ნებისმიერი თანხა ან ფასიანი ქაღალდი, რათა შესრულდეს „გალტ ენდ თაგარტის“ ვალდებულებები ნებისმიერი მესამე პირის წინაშე;
8.8.2 დაარიცხოს, დააგირაოს ანდა მიანიჭოს ფასიანი ქაღალდთან დაკავშირებული ნებისმიერი მექანიზმი, რათა შესრულდეს „გალტ ენდ თაგარტის“ ვალდებულებები ნებისმიერი მესამე პირის წინაშე, რა შემთხვევაშიც ფასიანი ქაღალდი შეიძლება დარეგისტრირდეს ან არ დარეგისტრირდეს კლიენტის სახელზე;
8.8.3 დროებით გადასცეს ფასიანი ქაღალდი ნებისმიერ მესამე პირს, რა შემთხვევაშიც ფასიანი ქაღალდი შეიძლება დარეგისტრირდეს ან არ დარეგისტრირდეს კლიენტის სახელზე; და
8.8.4 დაუბრუნოს კლიენტს სხვა ფასიანი ქაღალდი და არა ორიგინალი ფასიანი ქაღალდი.
8.9 „გალტ ენდ თაგარტი“ არ არის ვალდებული, მოახსენოს კლიენტს ყველა შემოსავლის შესახებ, რომელსაც „გალტ ენდ თაგარტი“ მიიღებს ამ მუხლში აღწერილი რომელიმე აქტივობის შესრულების შედეგად.
8.10 კლიენტი დაუყოვნებლივ მიაწოდებს ნებისმიერ თანხასა თუ ქონებას, რომლის მიწოდებასაც მას კონტრაქტი ავალდებულებს, კონტრაქტის პირობების შესაბამისად და „გალტ ენდ თაგარტის“ ნებისმიერი მითითების შესაბამისად, რათა „გალტ ენდ თაგარტმა“ შეძლოს მისი ვალდებულებების შესრულება ნებისმიერი შესაბამისი კონტრაქტით, რომელიც „გალტ ენდ თაგარტსა“ და მესამე პირს შორის არის დადებული.
8.11 თუ კლიენტი ვერ ახერხებს მიაწოდოს რაიმე მარჯინი, დეპოზიტი ან სხვა თანხა, რომელიც „გალტ ენდ თაგარტს“ ეკუთვნის ნებისმიერი ტრანზაქციის პირობების შესაბამისად, „გალტ ენდ თაგარტს“ აქვს უფლება, დახუროს ნებისმიერი ღია პოზიცია კლიენტისთვის შეტყობინების წინასწარ გაგზავნის გარეშე, და გამოიყენოს მისგან მიღებული ნებისმიერი შემოსავალი იმ თანხების დასაფარად, რომელიც „გალტ ენდ თაგარტს“ ეკუთვნის. ეს დამატებით რეგულირდება 9.2 და მე-20 მუხლებით.
8.12 თუ კლიენტი არ გადაიხდის რაიმე თანხას, როდესაც მისი გადახდის დრო დგება, კლიენტს გადაუხდელ თანხაზე დაერიცხება პროცენტი (გადახდის განსაზღვრული თარიღიდან იმ თარიღამდე, როდესაც მოხდება გადახდა) იმ განაკვეთით, რომელიც მითითებულია საკომისიოების, გადასახდელებისა და მარჯინების ჩამონათვალში.
8.13 კლიენტისთვის ცნობილია, რომ გარდა იმ უფლებებისა, რომლებიც „გალტ ენდ თაგარტს“ შეიძლება ჰქონდეს წინამდებარე პირობების ანდა, ზოგადად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, „გალტ ენდ თაგარტს“ აქვს უფლება, შეზღუდოს კლიენტის ღია პოზიციების მოცულობა (ნეტი ან გროსი) და უარი თქვას ახალი პოზიციის შექმნის ორდერების შესრულებაზე. „გალტ ენდ თაგარტი“ უმოკლეს დროში აცნობებს კლიენტს ასეთი უარყოფილი ორდერების და უარყოფის მიზეზების შესახებ. ვითარებები, როდესაც „გალტ ენდ თაგარტს“ ასეთი უფლების გამოყენება შეუძლია, მოიცავს, მაგრამ არა მხოლოდ, შემდეგა:
8.13.1 „გალტ ენდ თაგარტს“ მიაჩნია, რომ კლიენტი შესაძლოა ფლობდეს ინსაიდერულ ინფორმაციას;
8.13.2 „გალტ ენდ თაგარტს“ მიაჩნია, რომ არსებობს ვაჭრობის ანომალიური პირობები;
8.13.3 კლიენტის ფასიანი ქაღალდის ღირებულება (რომელიც „გალტ ენდ თაგარტმა“ განსაზღვრა 8.4 მუხლის შესაბამისად) ნაკლებია მინიმალური მარჯინის მოთხოვნაზე, რაც დადგენილია „გალტ ენდ თაგარტის“ საკომისიოების, გადასახდელებისა და მარჯინების ჩამონათვალში; ან
8.13.4 კლიენტს აქვს უარყოფითი ნაშთი ნებისმიერ ანგარიშზე.
8.14 ოფციონური კონტრაქტების ანგარიშსწორება უნდა შეესაბამებოდეს შესატყვისი საბირჟო ოფციონების ანგარიშსწორებას იმ საბაზრო წესებისა და პირობების თანახმად, რომლებიც გამოიყენება შესატყვისი საბირჟო ოფციონის მიმართ. ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ოფციონებზე ოფციონური კონტრაქტებისთვის საბოლოო ანგარიშსწორება მოითხოვს, რომ გადახდილი იქნეს ფულადი განსხვავება ოფციონის საბაზო ფასსა და ოფციონის შესრულების ფასს შორის. ფიზიკური ანგარიშსწორების ოფციონებზე ოფციონური კონტრაქტებისთვის ანგარიშსწორება ხდება შესაბამისი კონტრაქტით, აქციით ან სხვა ფასიანი ქაღალდით. ფიუჩერსულ ოფციონებზე ოფციონური კონტრაქტებისთვის ანგარიშსწორება ხდება ფიუჩერსით, რომელიც შეძენილია შესრულების ფასად. „გალტ ენდ თაგარტი“ კლიენტს მისცემს უფლებას, ივაჭროს ოფციონური კონტრაქტებით ფიზიკური მიწოდების კონტრაქტებზე, თუ ასეთი ოფციონური კონტრაქტის მოქმედების ვადა გადის საბაზო კონტრაქტის მოქმედების ვადის გასვლამდე. „გალტ ენდ თაგარტი“ მოსთხოვს კლიენტს, დახუროს ნებისმიერი საქონლის ფიზიკური მიწოდების კონტრაქტი მის შესრულებამდე (ანუ, „გალტ ენდ თაგარტი“ არ უჭერს მხარს საქონლის ფიზიკურ მიწოდებას).
9.1 „გალტ ენდ თაგარტსა“ და კლიენტს შორის მარჯინ გარიგების გახსნის დღეს „გალტ ენდ თაგარტმა“ შეიძლება მოსთხოვოს კლიენტს ანგარიშზე ისეთი მარჯინის ქონა, რომელიც, სულ მცირე, „გალტ ენდ თაგარტის“ საწყისი მარჯინ მოთხოვნის ეკვივალენტურია.
9.2 „გალტ ენდ თაგარტის“ მარჯინ მოთხოვნა ძალაშია მარჯინ გარიგების მთელი ვადის განმავლობაში. კლიენტს აკისრია პასუხისმგებლობა, მუდმივად უზრუნველყოს მის ანგარიშზე საკმარისი მარჯინის არსებობა ნებისმიერ დროს. „გალტ ენდ თაგარტი“, როდესაც ეს შესაძლებელია, აცნობებს კლიენტს, თუ მარჯინ მოთხოვნები არ არის დაკმაყოფილებული. თუ მარჯინ გარიგების ვადის განმავლობაში რაღაც მომენტში ანგარიშზე არსებული მარჯინი არ არის საკმარისი „გალტ ენდ თაგარტის“ მარჯინ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, კლიენტი ვალდებულია შეამციროს გახსნილი მარჯინ გარიგებების მოცულობა ანდა „გალტ ენდ თაგარტს“ გადაურიცხოს შესაბამისი თანხები. მაშინაც კი, თუ კლიენტი გადადგამს ნაბიჯებს გახსნილი მარჯინ გარიგებების მოცულობის შესამცირებლად ანდა შესაბამისი თანხების გადასარიცხად, „გალტ ენდ თაგარტს“ შეუძლია დახუროს კლიენტის ერთი, რამდენიმე ან ყველა მარჯინ გარიგება ანდა მარჯინ გარიგების ნაწილი და/ან მოახდინოს კლიენტის ანგარიშზე არსებული ფასიანი ქაღალდების ან ქონების ლიკვიდაცია ან გაყიდვა თავისი შეხედულებისამებრ, კლიენტის წინაშე ასეთ ქმედებებზე ყოველგვარი პასუხისმგებლობის აღების გარეშე.
9.3 თუ „გალტ ენდ თაგარტს“ არასაკმარისი მარჯინის გამო (იხილეთ 9.2. მუხლი) შეუძლია დახუროს კლიენტის ერთი, მეტი ან ყველა მარჯინ გარიგება, კლიენტს უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ, თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული და „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ დადასტურებული, კლიენტის ყველა ღია მარჯინ გარიგება დაიხურება.
9.4 თუ კლიენტს გახსნილი აქვს ერთზე მეტი ანგარიში, „გალტ ენდ თაგარტს“ აქვს უფლება, გადარიცხოს ფული და ფასიანი ქაღალდები ერთი ანგარიშიდან მეორეზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი გადარიცხვა მოითხოვს მარჯინ გარიგებების ან სხვა გარიგებების დახურვას იმ ანგარიშზე, საიდანაც ხდება გადარიცხვა.
9.5 მარჯინ გარიგებებზე 100 000 და მეტი ევროს ოდენობის არარეალიზებულ ზარალს შეუძლია არასაჭირო რისკები წარმოშვას კლიენტისა და „გალტ ენდ თაგარტისთვის“. კლიენტი აცხადებს თანხმობას და აღიარებს, რომ თუ არარეალიზებული ზარალი მარჯინ გარიგებებზე აღემატება 100 000 ევროს, „გალტ ენდ თაგარტს“ აქვს უფლება, მაგრამ არა ვალდებულება, კლიენტისთვის 3 სამუშაო დღით ადრე შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, რომ:
9.5.1 წამოიწყოს FIFO პრინციპით პოზიციების ურთიერთგაქვითვა კლიენტის ყველა შესაბამისი ორდერის სრულად ან ნაწილობრივ გაუქმების გზით, და/ან
9.5.2 დახუროს მარჯინ გარიგებებიდან წარმოქმნილი ყველა ზარალი ან ზარალის ნაწილი უშუალოდ საპირისპირო გარიგებების დადებით ბაზარზე არსებული განაკვეთით (დახურვის განაკვეთი) და ახალი ანალოგიური პოზიციების გახსნით დახურვის განაკვეთით, და/ან
9.5.3 დახუროს ყველა მარჯინ გარიგება ან მათი ნაწილი უშუალოდ საპირისპირო გარიგებების შესრულებით, და ამ გზით განცდილი ზარალის რეალიზებით. არარეალიზებული ზარალი გამოითვლება როგორც არარეალიზებული ზარალის ჯამს გამოკლებული არარეალიზებული მოგება „გალტ ენდ თაგარტში“ კლიენტის ყველა ანგარიშზე.
9.6 კლიენტი საგანგებოდ არის ინფორმირებული, რომ მარჯინ მოთხოვნები იცვლება წინასწარი შეტყობინების გარეშე. მარჯინ გარიგების გახსნის შემდეგ „გალტ ენდ თაგარტს“ აქვს უფლება მხოლოდ დახუროს მარჯინ გარიგება წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული „გალტ ენდ თაგარტის“ უფლებების შესაბამისად ანდა კლიენტის ინსტრუქციით. თუმცა, „გალტ ენდ თაგარტი“ გაზრდის მარჯინ მოთხოვნებს, თუ „გალტ ენდ თაგარტი“ ჩათვლის, რომ მისი რისკი მარჯინ გარიგებაზე გაიზარდა გახსნის დღეს არსებულ რისკთან შედარებით.
10.1 „გალტ ენდ თაგარტი“ კლიენტს გადასცემს ანგარიშსწორების/ვაჭრობის დადასტურებას „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ კლიენტთან ან კლიენტისთვის დადებულ ნებისმიერ ტრანზაქციასთან ან კონტრაქტთან დაკავშირებით და „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ კლიენტისთვის დახურულ ნებისმიერ ღია პოზიციასთან დაკავშირებით. ანგარიშსწორების/ვაჭრობის დადასტურებები ჩვეულებრივ ხელმისაწვდომი იქნება ტრანზაქციის შესრულებისთანავე.
10.2 ანგარიშის რეზიუმე და ანგარიშის ამონაწერი ხელმისაწვდომია კლიენტისთვის სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით. ანგარიშის რეზიუმე, ჩვეულებრივ, პერიოდულად განახლდება „გალტ ენდ თაგარტის“ სამუშაო საათებში. ანგარიშის ამონაწერის განახლება, ჩვეულებრივ, მოხდება ყოველ სამუშაო დღეს წინა სამუშაო დღის შესახებ ინფორმაციით. წინამდებარე პირობებზე დათანხმებით კლიენტი თანახმაა, არ მიიღოს ანგარიშის ამონაწერები ან ანგარიშის რეზიუმეები ამობეჭდილი სახით „გალტ ენდ თაგარტისგან“, გარდა კონკრეტული მოთხოვნის შემთხვევაში.
10.3 წინამდებარე პირობების შესაბამისად „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ გასაგზავნი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა კომუნიკაცია, მათ შორის ანგარიშის ამონაწერები და ანგარიშსწორების/ვაჭრობის დადასტურებები, „გალტ ენდ თაგარტმა“, არჩევანისამებრ, შეიძლება გაუგზავნოს კლიენტს ელექტრონული ფორმით - ელექტრონული ფოსტით ან სავაჭრო პლატფორმაზე კლიენტის ანგარიშის რეზიუმეში განთავსებით. ამისათვის კლიენტი ვალდებულია, მიაწოდოს „გალტ ენდ თაგარტს“ ელექტრონული ფოსტის მისამართი. ელფოსტით შეტყობინება ითვლება მიღებულად კლიენტის მიერ, როდესაც გაგზავნილია „გალტ ენდ თაგარტისგან“. „გალტ ენდ თაგარტი“ არ არის პასუხისმგებელი რაიმე შეფერხებაზე, ცვლილებაზე, გადამისამართებაზე ან სხვა მოდიფიკაციაზე, რომელიც შეიძლება განიცადოს შეტყობინებამ „გალტ ენდ თაგარტის“ მხრიდან გადაცემის შემდეგ. შეტყობინება სავაჭრო პლატფორმაზე არსებულ კლიენტის ანგარიშზე მიჩნეული იქნება კლიენტის მიერ მიღებულად, როდესაც „გალტ ენდ თაგარტი“ განათავსებს შეტყობინებას სავაჭრო პლატფორმაზე. კლიენტის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ კლიენტის პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფა ხელს არ უშლიდეს კლიენტის მიერ ელ. შეტყობინებების მიღებას ან „გალტ ენდ თაგარტისგან“ სავაჭრო პლატფორმაზე წვდომის მოპოვებას.
10.4 კლიენტი ვალდებულია, შეამოწმოს თითოეული დოკუმენტის, მათ შორის „გალტ ენდ თაგარტისგან“ ელექტრონული ფორმით გამოგზავნილი დოკუმენტების, შინაარსი. ასეთი დოკუმენტები, აშკარა შეცდომის არარსებობის შემთხვევაში, ჩაითვლება საბოლოოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კლიენტი წერილობით აცნობებს „გალტ ენდ თაგარტს“ საპირისპიროს ამ დოკუმენტის მიღებისთანავე. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს მიაჩნია, რომ დადო ტრანზაქცია ან კონტრაქტი, რომელთან დაკავშირებითაც უნდა შექმნილიყო ანგარიშსწორების/ვაჭრობის დადასტურება ან სხვა სახის შეტყობინება კლიენტის ანგარიშზე, მაგრამ კლიენტს არ მიუღია ასეთი დადასტურება, კლიენტმა უნდა აცნობოს ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტს“ დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც კლიენტს უნდა მიეღო ასეთი დადასტურება. ასეთი ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში ტრანზაქცია ან კონტრაქტი „გალტ ენდ თაგარტის“ გონივრული შეხედულებისამებრ შეიძლება ჩაითვალოს არარსებულად.
11.1 კლიენტი ვალდებულია, გადაუხადოს „გალტ ენდ თაგარტს“ საკომისიოები და გადასახდელები, რომლებიც განსაზღვრულია საკომისიოების, გადასახდელებისა და მარჯინების ჩამონათვალში. საკომისიოების, გადასახდელებისა და მარჯინების ჩამონათვალი განთავსებულია „გალტ ენდ თაგარტის“ ვებგვერდზე www.gt.ge და შეიძლება გადაეცეს კლიენტს მოთხოვნის შემთხვევაში.
11.2 „გალტ ენდ თაგარტმა“ შეიძლება შეცვალოს აღნიშნული საკომისიოები და გადასახდელები შეტყობინების გარეშე, როდესაც ცვლილება კლიენტის სასარგებლოდ ხორციელდება ან ცვლილებები გამოწვეულია „გალტ ენდ თაგარტის“ კონტროლს მიღმა არსებული გარე გარემოებებით. ასეთი გარემოებებია:
11.2.1 ცვლილებები კონტრაჰენტებთან „გალტ ენდ თაგარტის“ ურთიერთობაში, რაც გავლენას ახდენს „გალტ ენდ თაგარტის“ ხარჯების სტრუქტურებზე; და/ან
11.2.2 ცვლილებები ბირჟების, საკლირინგო სახლების, ინფორმაციის მომწოდებლების ან სხვა მესამე პირი მომწოდებლების საკომისიოებსა და მოსაკრებლებში, რომლებსაც „გალტ ენდ თაგარტი“ გადასცემს კლიენტს.
11.3 „გალტ ენდ თაგარტმა“ შეიძლება შეცვალოს აღნიშნული საკომისიოები და მოსაკრებლები ერთი თვით ადრე შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, თუ:
11.3.1 ბაზრის პირობები, მათ შორის კონკურენტების ქცევა, მოითხოვს ცვლილებებს „გალტ ენდ თაგარტის“ პირობებში;
11.3.2 „გალტ ენდ თაგარტს“ კომერციული მიზეზების გამო სურს შეცვალოს ხარჯებისა და განფასების თავისი საერთო სტრუქტურა; და/ან
11.3.3 შეიცვლება კლიენტის მნიშვნელოვანი მახასიათებლები, რომელთა საფუძველზეც მისთვის ინდივიდუალური პირობები განისაზღვრა.
11.4 აღნიშნული საკომისიოებისა და მოსარებლების გარდა, კლიენტი ვალდებულია, გადაიხადოს ყველა შესაბამისი დღგ და სხვა გადასახადი, შენახვისა და მიწოდების საფასური, ბირჟის მოსაკრებელი და საკლირინგო სახლის საფასური და ყველა სხვა გადასახადი, რომელიც გაწეულია „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ ნებისმიერ კონტრაქტთან და/ან კლიენტთან ურთიერთობის წარმოებასთან დაკავშირებით.
11.5 გარდა ამისა, „გალტ ენდ თაგარტი“ უფლებამოსილია, მოითხოვოს, რომ კლიენტმა ცალკე აანაზღაუროს შემდეგი ხარჯები:
11.5.1 კლიენტთან ურთიერთობასთან დაკავშირებული ყველა განსაკუთრებული ხარჯი, მაგ. სატელეფონო, ფაქსის, კურიერის და საფოსტო ხარჯები იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი ითხოვს ანგარიშსწორების/ვაჭრობის დადასტურების, ანგარიშის ამონაწერების და ა.შ. ამობეჭდილ ვერსიებს, რომლებიც „გალტ ენდ თაგარტს“ შეეძლო მიეწოდებინა ელექტრონული ფორმით;
11.5.2 „გალტ ენდ თაგარტის“ ნებისმიერი ხარჯი, რომელიც გამოწვეულია კლიენტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით, მათ შორის „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ განსაზღვრული საფასური შეხსენებების გადაგზავნასთან, იურიდიულ დახმარებასთან და ა.შ. დაკავშირებით;
11.5.3 „გალტ ენდ თაგარტის“ ნებისმიერი ხარჯი ხელისუფლების ორგანოების კითხვებზე პასუხებთან დაკავშირებით, მათ შორის „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ განსაზღვრული საფასური სტენოგრამების გაშიფვრისა და დანართების გაგზავნასთან და ასლების მომზადებასთან დაკავშირებით;
11.5.4 ადმინისტრაციული გადასახდელები საგარანტიო დეპოზიტებთან დაკავშირებით, ასევე „გალტ ენდ თაგარტის“ ნებისმიერი ხარჯები გირავნობასთან დაკავშირებით, მისი არსებობის შემთხვევაში, მათ შორის სადაზღვევო პრემიის გადასახდელი; და
11.5.5 „გალტ ენდ თაგარტის“ ნებისმიერი ხარჯები აუდიტორის კომენტარებთან/ანგარიშებთან დაკავშირებით, თუ ეს მოთხოვნილი იყო კლიენტის მიერ.
11.6 გადასახდელები დაირიცხება ან როგორც ფიქსირებული თანხა, რომელიც შეესაბამება განხორციელებულ გადახდებს, ან პროცენტების სახით, ან შესრულებული მომსახურების შესაბამისი საათობრივი განაკვეთით. შესაძლებელია მოხდეს გაანგარიშების მეთოდების კომბინირება. „გალტ ენდ თაგარტი“ იტოვებს უფლებას, დააწესოს ახალი გადასახდელები.
11.7 „გალტ ენდ თაგარტს“ შეუძლია გაუნაწილოს საკომისიოები და გადასახდელები თავის პარტნიორებს, წარმდგენ ბროკერებს ან სხვა მესამე პირებს ან მიიღოს მათგან ანაზღაურება „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ დადებული კონტრაქტებისთვის. ნებისმიერი ასეთი ანაზღაურების ან განაწილების შეთანხმების დეტალები არ იქნება მითითებული ანგარიშსწორების/ვაჭრობის შესაბამის დადასტურებებში. „გალტ ენდ თაგარტს“ (ან ნებისმიერ მის პარტნიორს) შეუძლია სარგებელი მიიღოს საკომისიოებიდან, ფასმატებიდან, ფასდაკლებიდან ან ნებისმიერი სხვა ანაზღაურებიდან, როდესაც ის მოქმედებს კონტრაქტის კონტრაჰენტის ინტერესებში.
11.8 „გალტ ენდ თაგარტი“ გონივრული მოთხოვნის საფუძველზე და შესაძლებლობის ფარგლებში გაუმჟღავნებს კლიენტს იმ საკომისიოს, ფასმატების, ფასდაკლების ან ნებისმიერი სხვა ანაზღაურების ოდენობას, რომელიც „გალტ ენდ თაგარტმა“ გადაუხადა ნებისმიერ წარმდგენ ბროკერს ან სხვა მესამე პირს.
11.9 თუ წინამდებარე პირობებში სხვა რამ არ არის განსაზღვრული, „გალტ ენდ თაგარტისთვის“ (ან „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ გამოყენებული აგენტებისთვის) წინამდებარე პირობების საფუძველზე გადასახდელი ყველა თანხა, „გალტ ენდ თაგარტის“ არჩევანისამებრ:
11.9.1 გამოიქვითება „გალტ ენდ თაგარტთან“ კლიენტისთვის შენახული ნებისმიერი სახსრებიდან; ან
11.9.2 გადაიხდება კლიენტის მიერ შესაბამისი სხვაობის ანგარიშის, ანგარიშსწორების/ვაჭრობის დადასტურების ან სხვა შეტყობინებების დებულებების შესაბამისად.
11.10 ნებისმიერ ტრანზაქციასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა განხორციელდეს ბირჟის გარეთ, „გალტ ენდ თაგარტი“ უფლებამოსილია, მიუთითოს ფასები, რომლებითაც იგი მზად არის კლიენტთან ვაჭრობისთვის. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც „გალტ ენდ თაგარტი“ იყენებს ნებისმიერ უფლებას, რომელიც მას შეიძლება ჰქონდეს წინამდებარე პირობების საფუძველზე კონტრაქტის დასახურად, კლიენტის პასუხისმგებლობაა, გადაწყვიტოს სურს თუ არა მას კონტრაქტის დადება ასეთი ფასებით.
11.11 გარდა ამისა, კლიენტი აღიარებს, აცნობიერებს და თანახმაა, რომ მე-11 და მე-14 მუხლებში აღწერილმა პროცედურებმა შეიძლება გამოიწვიოს კლიენტისთვის დამატებითი არაპირდაპირი ხარჯები.
12.1 ქვემოთ მოცემული 12.2 პუნქტის გათვალისწინებით და თუ წერილობით სხვაგვარად არ იქნა შეთანხმებული, „გალტ ენდ თაგარტი“ არ არის ვალდებული:
12.1.1 გადაუხადოს კლიენტს პროცენტები ნებისმიერ ანგარიშზე არსებულ ნებისმიერ საკრედიტო ბალანსზე ან ნებისმიერ სხვა თანხაზე, რომელიც „გალტ ენდ თაგარტის“ განკარგულებაშია; ან
12.1.2 ანგარიში ჩააბაროს კლიენტს აღნიშნულ თანხებზე „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ მიღებული ნებისმიერ პროცენტებთან ან ნებისმიერ კონტრაქტთან დაკავშირებით.
12.2 კლიენტს უფლება აქვს, მიიღოს პროცენტები კლიენტის პოზიტიური წმინდა თავისუფალი კაპიტალის საფუძველზე „გალტ ენდ თაგარტის“ საკომისიოების, გადასახდელებისა და მარჯინების ჩამონათვალის პირობების შესაბამისად.
12.3 კლიენტი ვალდებულია, გადაიხადოს პროცენტები კლიენტის ნეგატიური წმინდა თავისუფალი კაპიტალის საფუძველზე „გალტ ენდ თაგარტის“ საკომისიოების, გადასახდელებისა და მარჯინების ჩამონათვალის პირობების შესაბამისად.
12.4 „გალტ ენდ თაგარტს“ შეუძლია შეცვალოს ასეთი საპროცენტო განაკვეთები და/ან ზღვრული მნიშვნელობები პროცენტების გაანგარიშებისთვის შეტყობინების გარეშე, როდესაც ცვლილება კლიენტის სასარგებლოდ ხორციელდება ან ცვლილებები გამოწვეულია „გალტ ენდ თაგარტის“ კონტროლს მიღმა არსებული გარე გარემოებებით. ასეთი გარემოებებია:
12.4.1 ცვლილებები მონეტარულ ან საკრედიტო პოლიტიკაში ქვეყნის შიგნით ან საზღვარგარეთ, რომლებიც გავლენას ახდენს პროცენტების საერთო დონეზე „გალტ ენდ თაგარტისთვის“ მნიშვნელოვანი სახით;
12.4.2 „გალტ ენდ თაგარტისთვის“ მნიშვნელოვანი სხვა ცვლილებები პროცენტების საერთო დონეზე, მათ შორის ფულისა და ობლიგაციების ბაზრებზე;
12.4.3 ცვლილებები „გალტ ენდ თაგარტის“ კონტრაჰენტებთან ურთიერთობაში, რაც გავლენას ახდენს „გალტ ენდ თაგარტის“ ხარჯების სტრუქტურებზე.
12.5 „გალტ ენდ თაგარტს“ შეუძლია შეცვალოს აღნიშნული საპროცენტო განაკვეთები ერთი თვით ადრე შეტყობინების გაგზავნით, თუ:
12.5.1 საბაზრო პირობები, მათ შორის კონკურენტების ქცევა, მოითხოვს „გალტ ენდ თაგარტის“ პირობების შეცვლას;
12.5.2 „გალტ ენდ თაგარტს“ სურს შეცვალოს საკომისიოების, გადასახდელებისა და განფასების თავისი ზოგადი სტრუქტურა კომერციული მიზეზებიდან გამომდინარე; და/ან
12.5.3 ადგილი აქვს ცვლილებებს კლიენტის მნიშვნელოვან მახასიათებლებში, რომლებზე დაყრდნობითაც მისთვის შეთავაზებული იყო ინდივიდუალური პირობები.
ჩაითვლება, რომ კლიენტი დაეთანხმა აღნიშნულ ცვლილებებს, თუ ცვლილებების ძალაში შესვლის სავარაუდო თარიღამდე ის არ აცნობებს „გალტ ენდ თაგარტს“, რომ იგი არ ეთანხმება ცვლილებებს.
12.6 „გალტ ენდ თაგარტი“ უფლებამოსილია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იქნება ვალდებული,:
12.6.1 განახორციელოს ნებისმიერი იმ რეალიზებული მოგების, ზარალის, ოფციონზე პრემიის, საკომისიოს, საპროცენტო გადასახადის და საბროკერო გადასახადის კონვერტაცია კლიენტის საბაზო ვალუტაში, რომლებიც წარმოიქმნება კლიენტის საბაზო ვალუტისგან (ანუ ვალუტისგან, რომელშიც კლიენტის ანგარიშია დენომინირებული) განსხვავებულ ვალუტაში;
12.6.2 ნებისმიერი ნაღდი ფულის დეპოზიტის კონვერტაცია სხვა ვალუტის ფულად დეპოზიტზე კლიენტის საბაზო ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში დენომინირებული აქტივის შეძენის მიზნით;
12.6.3 ნებისმიერი იმ ფულადი სახსრების კონვერტაცია, რომლებიც „გალტ ენდ თაგარტთან“ ინახება კლიენტისთვის, ისეთ ვალუტაში, რომელსაც „გალტ ენდ თაგარტი“ მიიჩნევს აუცილებლად ან სასურველად კლიენტის ვალდებულებებისა და მოვალეობების დასაფარად ამ ვალუტაში.
12.7 როდესაც „გალტ ენდ თაგარტი“ ახორციელებს ვალუტის კონვერტაციას, „გალტ ენდ თაგარტი“ ამას გააკეთებს გაცვლის გონივრული კურსით, თავისი არჩევანის შესაბამისად. „გალტ ენდ თაგარტი“ უფლებამოსილია, დაამატოს ფასმატება გაცვლით კურსებზე. მოქმედი ფასმატება განისაზღვრება საკომისიოების, გადასახდელებისა და მარჯინების ჩამონათვალში.
13.1 „გალტ ენდ თაგარტი“ უფლებამოსილია, გაყიდოს და გამოიყენოს „გალტ ენდ თაგარტისთვის“ კლიენტის მიერ გადაცემული ან „გალტ ენდ თაგარტთან“ ან „გალტ ენდ თაგარტის“ კონტრაჰენტებთან კლიენტის სახელით არსებული ნებისმიერი ფასიანი ქაღალდის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი ნებისმიერი იმ ვალდებულების დასაკმაყოფილებლად, რომელიც კლიენტს შეიძლება ჰქონდეს ან წარმოექმნას „გალტ ენდ თაგარტის“ მიმართ. ასეთი ფასიანი ქაღალდი მოიცავს, შეზღუდვის გარეშე, საკრედიტო ნაშთებს ანგარიშებზე, „გალტ ენდ თაგარტის“ ჩანაწერებში კლიენტის კუთვნილად რეგისტრირებულ ფასიან ქაღალდებს და კლიენტის ღია პოზიციების ღირებულებას „გალტ ენდ თაგარტში“.
13.2 თუ კლიენტი ვერ შეასრულებს წინამდებარე პირობებით განსაზღვრულ რაიმე ვალდებულებას, „გალტ ენდ თაგარტი“ უფლებამოსილია, გაყიდოს და გამოიყენოს ნებისმიერი ფასიანი ქაღალდის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები დაუყოვნებლივ, ყოველგვარი შეტყობინებისა და სასამართლო განხილვის გარეშე. ასეთი გაყიდვა უნდა განხორციელდეს იმ გზით, რომელსაც „გალტ ენდ თაგარტი“ თავისი გონივრული შეხედულებისამებრ განსაზღვრავს, და იმ ფასად, რომელსაც „გალტ ენდ თაგარტი“ თავისი გონივრული შეხედულებისამებრ ყველაზე ხელსაყრელად მიიჩნევს.
14.1 თუ რომელიმე დღეს წინამდებარე პირობების მიხედვით თითოეულ მხარეს მეორისთვის გადასახდელი ექნება ერთი და იგივე თანხები ერთსა და იმავე ვალუტაში, თითოეული მხარის ვალდებულება გადაიხადოს ნებისმიერი ასეთი თანხა ავტომატურად შესრულდება ურთიერთჩათვლის მეშვეობით. თუ თანხები არ არის ერთსა და იმავე ვალუტაში, თანხების კონვერტაცია მოხდება „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ მე-12 მუხლში განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად.
14.2 თუ ერთი მხარის მიერ გადასახდელი ჯამური თანხა აღემატება მეორე მხარის მიერ გადასახდელ ჯამურ თანხას, მაშინ მხარემ, რომელსაც უფრო დიდი ჯამური თანხა აქვს გადასახდელი, მეორე მხარეს უნდა გადაუხადოს ზედმეტი ნაწილი და თითოეული მხარის გადახდის ვალდებულებები დაკმაყოფილდება და დაიფარება.
14.3 თუ კლიენტთან ურთიერთობის ნებისმიერ დროს კლიენტს ექნება ფულადი სახსრების ნეგატიური ბალანსი რომელიმე ანგარიშზე, „გალტ ენდ თაგარტს“ უფლება აქვს, მაგრამ არ არის ვალდებული, განახორციელოს ჩათვლა კლიენტის ანგარიშებს შორის. კლიენტი ვალდებულია, გადაიხადოს ყველა გადასახდელი და ნებისმიერი სხვა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია ასეთ ჩათვლასთან, საკომისიოების, გადასახდელებისა და მარჯინების ჩამონათვალის შესაბამისად.
14.4 თუ კლიენტთან ურთიერთობა შეწყდება 26-ე მუხლის საფუძველზე, პრეტენზიები, რომლებიც მხარეებს ექნებათ ერთმანეთის მიმართ, საბოლოოდ დაიფარება (დაიხურება) ურთიერთჩათვლის მეშვეობით. ღია კონტრაქტების ღირებულება განისაზღვრება ქვემოთ ჩამოთვლილი პრინციპების მიხედვით, ხოლო ერთ-ერთი მხარის მიერ გადასახდელი საბოლოო თანხა იქნება სხვაობა მხარეთა გადახდის ვალდებულებებს შორის.
14.5 განაკვეთები, რომელთა საფუძველზეც დაიხურება კონტრაქტები, იქნება საბაზრო განაკვეთები, რომლებიც მოქმედებს იმ დღეს, როდესაც „გალტ ენდ თაგარტი“ გადაწყვეტს კონტრაქტების დახურვას.
14.6 „გალტ ენდ თაგარტს“ შეუძლია თავისი გონივრული შეხედულებისამებრ განსაზღვროს განაკვეთები მოცემულ აქტივთან დაკავშირებით მარკეტმეიკერისგან შეთავაზების მიღებით ან ელექტრონული ფინანსური საინფორმაციო სისტემების განაკვეთების გამოყენებით.
14.7 იმ კონტრაქტების ღირებულების დადგენისას, რომლებზეც უნდა განხორციელდეს ურთიერთჩათვლა, „გალტ ენდ თაგარტმა“ უნდა გამოიყენოს თავისი ჩვეულებრივი სპრედები და შეიტანოს მათში ყველა ხარჯი და სხვა გადასახდელები.
14.8 ურთიერთჩათვლის ეს შეთანხმება სავალდებულოა ქონებასთან და კლიენტთან ურთიერთობის მხარეთა კრედიტორებთან მიმართებით.
15.1 როდესაც „გალტ ენდ თაგარტი“ ასრულებს ორდერს აღიარებულ ბირჟაზე ანდა ფიუჩერსულ ბირჟაზე კლიენტის აგენტის რანგში, „გალტ ენდ თაგარტი“ არ იქნება ასეთი გარიგების მხარე, რადგან ასეთი გარიგებები შესრულდება შესაბამისი ბირჟის სავაჭრო სისტემაში საუკეთესო ფასით და ყველაზე ხელსაყრელი პირობებით, რომლებიც ორდერის მიწოდების მომენტშია ხელმისაწვდომი ანდა კლიენტის კონკრეტული ინსტრუქციების შესაბამისად, მაგალითად, სიტუაციაში, როდესაც კლიენტმა გადაწყვიტა ორდერის ლიმიტირება. „გალტ ენდ თაგარტი“ არ შეიტანს დამატებით სპრედს შესრულების ფასში, რომელიც მიღწეულია კლიენტისთვის, მაგრამ მიიღებს ანაზღაურებას საკომისიოების, გადასახდელებისა და მარჯინების ჩამონათვალის მიხედვით.
15.2 კლიენტი საგანგებოდ არის ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ზოგიერთ ბაზარზე, მათ შორის სავალუტო, არასაბირჟო სავალუტო ოფციონების და ფასთა შორის სხვაობაზე კონტრაქტების, „გალტ ენდ თაგარტი“ შეიძლება მოქმედებდეს როგორც მარკეტმეიკერი.
15.3 კლიენტის წერილობითი თხოვნის საფუძველზე, „გალტ ენდ თაგარტი“ გაუმხელს კლიენტს, შეუძლია თუ არა იმოქმედოს როგორც მარკეტმეიკერმა რომელიმე კონკრეტულ ინსტრუმენტში.
15.4 მარკეტმეიკერის რანგში მოქმედებისას, „გალტ ენდ თაგარტი“, ნორმალური საბაზრო ვითარების შემთხვევებში, მოახდენს კლიენტის მოთხოვნის და მიწოდების ფასების კოტირებას.
15.5 იმისათვის, რომ „გალტ ენდ თაგარტმა“ შეძლოს ფასების კოტირება სპეკულაციური ვაჭრობისთვის დამახასიათებელი სისწრაფით, „გალტ ენდ თაგარტს“ შეიძლება მოუხდეს, იმ ფასებსა და ხელმისაწვდომობაზე არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობა, რომელიც შესაძლოა მოგვიანებით არასწორი აღმოჩნდეს კონკრეტული საბაზრო ვითარებების გამო, მაგალითად, და არა მხოლოდ, აქტივის ლიკვიდურობის არარსებობა ან გაყიდვის შეჩერება ანდა შეცდომები ინფორმაციის მომწოდებლების ინფორმაციაში ანდა კონტრაჰენტებისგან კოტირებაში. თუ ეს ასეა და „გალტ ენდ თაგარტი“ კეთილსინდისიერად მოქმედებდა კლიენტისთვის ფასის მიწოდებისას, „გალტ ენდ თაგარტმა“ შეიძლება გააუქმოს გარიგება კლიენტთან, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს გონივრულ ვადებში და კლიენტს მიაწოდოს სრული განმარტება ასეთი გაუქმების მიზეზების შესახებ.
15.6 კლიენტი აცნობიერებს და ეთანხმება იმას, რომ „გალტ ენდ თაგარტი“ მოქმედებს როგორც მარკეტმეიკერი და, შესაბამისად, შესაძლოა „გალტ ენდ თაგარტს“ წარმოეშვას აუცილებლობა, მართოს ხელმისაწვდომი ლიკვიდურობა მისი კლიენტების ლიკვიდურობის სხვადასხვა ჯგუფად დაყოფის გზით, როდესაც თითოეული ჯგუფის ფასწარმოქმნა და ხელმისაწვდომი ლიკვიდურობა სხვა ჯგუფებისგან არის დამოუკიდებელი. ლიკვიდურობის დაყოფა შეიძლება აქტუალური გახდეს კლიენტებისთვის, რომლებსაც, მაგალითად, აქვთ შეთანხმებები სტანდარტისგან განსხვავებულ ფასებზე, იყენებენ ალტერნატიულ სავაჭრო ინსტრუმენტებს (მაგ. API), ვაჭრობენ არასამუშაო საათებში, ვაჭრობენ არასტანდარტული მოცულობებით, ხშირად იყენებენ მოცდის ორდერებს, რომლებსაც შესაძლოა ხელით მართვა დასჭირდეს, ხშირად ასრულებენ გარიგებებს ბევრი პროდუქტით და/ან აქტივების კლასებით, ანდა მათ ვაჭრობას სხვა მსგავსი დამახასიათებელი თვისებები აქვს.
15.7 კლიენტის რაიმე პოზიციის შესრულების შემდეგ „გალტ ენდ თაგარტმა“, საკუთარი კეთილგონივრული შეხედულებისამებრ, შეიძლება დააბალანსოს კლიენტის თითოეული ასეთი პოზიცია კლიენტის სხვა პოზიციით, ან „გალტ ენდ თაგარტის“ ერთ-ერთი კონტრაჰენტის პოზიციით, ან შეინარჩუნოს საკუთარი პოზიცია ბაზარზე ასეთი პოზიციებიდან სავაჭრო მოგების მიღების მიზნით. ასეთი გადაწყვეტილებების და ქმედებების შედეგი შესაძლოა იყოს ის, რომ „გალტ ენდ თაგარტი“ კლიენტის პოზიციებს დააბალანსებს ფასებით, რომლებიც განსხვავდება და ზოგჯერ საგრძნობლად განსხვავდება კლიენტისთვის დადგენილი ფასებისგან, რაც სავაჭრო მოგებას ან წაგებას მოუტანს „გალტ ენდ თაგარტს“. თავის მხრივ, ამის შედეგად შესაძლოა კლიენტს წარმოეშვას ის, რაც შეიძლება განიხილებოდეს ნაგულისხმევ ხარჯად (ანუ სხვაობა იმ ფასსა, რომლითაც კლიენტი ვაჭრობდა „გალტ ენდ თაგარტთან,“ და იმ ფასს შორის, რომლითაც „გალტ ენდ თაგარტი“ მერე ვაჭრობდა კონტრაჰენტებთან და/ან სხვა კლიენტებთან) ნებისმიერი იმ მოგების გამო, რაც „გალტ ენდ თაგარტმა“ მიიღო მარკეტმეიკერის ფუნქციის შესრულების შედეგად. თუმცა მარკეტმეიკერის ფუნქციამ შეიძლება „გალტ ენდ თაგარტს“ მოუტანოს მნიშვნელოვანი ხარჯები, თუ ბაზარი მოძრაობს „გალტ ენდ თაგარტის“ საწინააღმდეგოდ იმ ფასთან შედარებით, რომლითაც „გალტ ენდ თაგარტი“ ვაჭრობდა კლიენტთან.
15.8 კლიენტი ეთანხმება, რომ ისეთ ბაზრებზე, სადაც „გალტ ენდ თაგარტი“ მოქმედებს როგორც მარკეტმეიკერი, „გალტ ენდ თაგარტს“ შესაძლოა ეკავოს კლიენტის პოზიციების საპირისპირო პოზიციები, რის შედეგადაც შეიძლება წარმოიშვას პოტენციური ინტერესთა კონფლიქტია „გალტ ენდ თაგარტსა“ და კლიენტს შორის, იხილეთ მუხლი 17.
15.9 იმ ბაზრებზე, სადაც „გალტ ენდ თაგარტი“ მოქმედებს როგორც მარკეტმეიკერი, კლიენტი ეთანხმება იმას, რომ „გალტ ენდ თაგარტი“ არ არის ვალდებული ყოველთვის მიაწოდოს ფასები კლიენტებს რომელიმე კონკრეტულ ბაზარზე, და არც მიაწოდოს კლიენტებს ასეთი ფასები განსაზღვრული მაქსიმალური სპრედით.
15.10 ბაზრებზე, სადაც „გალტ ენდ თაგარტი“ მოქმედებს როგორც მარკეტმეიკერი, „გალტ ენდ თაგარტს“ შეუძლია მოითხოვოს ან არ მოითხოვოს საკომისიო. თუმცა, განურჩევლად იმისა, მოითხოვს თუ არა „გალტ ენდ თაგარტი“ საკომისიოს, კლიენტი ეთანხმება იმას, რომ „გალტ ენდ თაგარტი“ ეცდება, მიიღოს დამატებითი მოგება მისი როგორც მარკეტმეიკერის საქმიანობისთვის და ასეთი მოგების სიდიდე შესაძლოა იყოს დიდი კლიენტის მარჯინ დეპოზიტთან შედარების შემთხვევაში.
15.11 კლიენტი აღიარებს, აცნობიერებს და ეთანხმება, რომ კლიენტისთვის კოტირებული ფასი მოიცავს სპრედს იმ ფასთან შედარებით, რომლითაც „გალტ ენდ თაგარტი“ დაფარავდა ან მოსალოდნელი იყო, რომ დაფარავდა კონტრაქტს სხვა კლიენტთან ან კონტრაჰენტთან გარიგებაში. გარდა ამისა, კლიენტი აღიარებს, აცნობიერებს და ეთანხმება, რომ აღნიშნული სპრედი წარმოადგენს „გალტ ენდ თაგარტის“ ანაზღაურებას და რომ ასეთი სპრედი ვერ იქნება გაანგარიშებული ყველა კონტრაქტისთვის და რომ ასეთი სპრედი არ იქნება მითითებული ანგარიშსწორების/გარიგების დადასტურებაში ან სხვაგვარად გამჟღავნებული კლიენტისთვის.
15.12 კლიენტი აღიარებს, აცნობიერებს და ეთანხმება იმას, რომ „გალტ ენდ თაგარტი“ ახდენს ცვლადი სპრედების კოტირებას ოფციონებზე. კლიენტი საგანგებოდ არის ინფორმირებული, რომ ოფციონებზე ცვლადი სპრედები დამოკიდებულია ფაქტობრივ საბაზრო პირობებზე, რომლებიც „გალტ ენდ თაგარტის“ კონტროლს მიღმაა. „გალტ ენდ თაგარტი“ გარანტირებულად არ უზრუნველყოფს მაქსიმალურ ან მინიმალურ კოტირებად სპრედებს ოპციონებზე.
15.13 ნებისმიერი საკომისიო ხარჯი, საპროცენტო გადასახადი, იმ სპრედებთან დაკავშირებული და მათში შეტანილი ხარჯი, რომელთა კოტირებასაც „გალტ ენდ თაგარტი“ როგორც მარკეტმეიკერი ახდენს ზოგიერთ ბაზარზე, და სხვა მოსაკრებლები და გადასახადები შესაბამის გავლენას მოახდენს კლიენტის ვაჭრობის შედეგზე და უარყოფითად აისახება კლიენტის სავაჭრო შედეგებზე იმ ვითარებასთან შედარებით, როდესაც ასეთი საკომისიო ხარჯი, საპროცენტო გადასახადი, და სპრედებთან დაკავშირებული და მათში შეტანილი ხარჯი არ გამოიყენება.
15.14 მიუხედავად იმისა, რომ დილინგური სპრედები და საკომისიოები სავაჭრო აქტივების ღირებულებასთან შედარებით, ჩვეულებრივ, ზომიერი ჩანს, ასეთი ხარჯი შეიძლება საკმაოდ დიდი იყოს კლიენტის მარჯინ დეპოზიტთან შედარებით. ამის შედეგად, კლიენტის მარჯინ დეპოზიტი შეიძლება ამოწუროს სავაჭრო ზარალმა, რომელიც შესაძლოა კლიენტს წარმოეშვას და ისეთმა ხილულმა დილინგურმა ხარჯებმა, როგორებიცაა საკომისიოები, საპროცენტო გადასახადები და საბროკერო მოსაკრებლები, ასევე კლიენტისთვის არახილულმა ხარჯებმა, რომლებსაც იწვევს „გალტ ენდ თაგარტის“ საქმიანობა მარკეტმეიკერის რანგში.
15.15 თუ კლიენტი აქტიური ტრეიდერია და ბევრ ტრანზაქციას ახორციელებს, ხილული და უხილავი ხარჯების საერთო გავლენა შეიძლება სერიოზული იყოს. შესაბამისად, კლიენტს შესაძლოა დასჭირდეს დიდი მოგების მიღება ბაზრებზე, რათა დაფაროს გალტ ენდ თაგარტთან სავაჭრო საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. ძალიან აქტიური კლიენტების შემთხვევაში ასეთმა ხარჯებმა, დროთა განმავლობაში, შესაძლოა შეტანილი მარჯინის ღირებულებას გადააჭარბოს. ჩვეულებრივ, დერივატივებით მარჯინ ვაჭრობისას, რაც უფრო დაბალია გამოყენებული მარჯინ განაკვეთის პროცენტი, მით უფრო მაღალია ტრანზაქციის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების წილი.
15.16 კლიენტი საგანგებოდ არის ინფორმირებული იმის შესახებ, რომ უცხოურ ვალუტაში, არასაბირჟო სავალუტო ოფციონებში, ფასთა შორის სხვაობაზე კონტრაქტებში და სხვა არასაბირჟო პროდუქტებში მარკეტმეიკერობის სფეროში შეიძლება წარმოიშვას მნიშვნელოვანი ნაგულისხმევი ხარჯი როგორც იმ მოგების შედეგი, რომელსაც „გალტ ენდ თაგარტი“ ღებულობს მარკეტმეიკერის რანგში.
15.17 „გალტ ენდ თაგარტის“ საქმიანობა მარკეტმეიკერის რანგში შესაძლოა უარყოფითად აისახოს კლიენტის ანგარიშზე „გალტ ენდ თაგარტში“ და ზემოაღნიშნული ნაგულისხმევი ხარჯი არ არის კლიენტისთვის არც ხილული და არც რაოდენობრივად გაზომვადი ნებისმიერ დროს.
15.18 „გალტ ენდ თაგარტი“ არცერთ ვითარებაში არ არის ვალდებული, გაამჟღავნოს მისი საქმიანობის რაიმე დეტალი, ან შემოსავლები, რომლებიც როგორც მარკეტმეიკერმა მიიღო ანდა სხვაგვარად უკავშირდება საკომისიოებს, გადასახადებს და მოსაკრებლებს.
15.19 კლიენტი საგანგებოდ არის ინფორმირებული, რომ ფასთა შორის სხვაობაზე კონტრაქტები შეიძლება არასაბირჟო პროდუქტები იყოს, რომელთა კოტირებასაც „გალტ ენდ თაგარტი“ მარკეტმეიკერად ოპერირებისას ახდენს და რომლებითაც არ ხდება ვაჭრობა აღიარებულ საფონდო ბირჟაზე. შედეგად, ზემოთ აღწერილი ნაგულისხმევი, უხილავი ხარჯები, რომლებიც უკავშირდება „გალტ ენდ თაგარტის“ როგორც მარკეტმეიკერის საქმიანობას, შეიძლება ასევე ეხებოდეს ნებისმიერ ფასთა შორის სხვაობაზე კონტრაქტს.
16.1 „გალტ ენდ თაგარტი“ უფლებამოსილია, გააერთიანოს კლიენტის ორდერები საკუთარ ორდერებთან, ნებისმიერი თავისი პარტნიორის ორდერებთან და/ან „გალტ ენდ თაგარტთან“ დაკავშირებული პირების, მათ შორის თანამშრომლებისა და სხვა კლიენტების, ორდერებთან. გარდა ამისა, „გალტ ენდ თაგარტს“ შეუძლია გაყოს კლიენტის ორდერები მათი შესრულებისას. ორდერები გაერთიანდება ან გაიყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „გალტ ენდ თაგარტს“ გონივრულად მიაჩნია, რომ ეს კლიენტის ინტერესებშია. ზოგიერთ შემთხვევაში კლიენტის ორდერების გაერთიანებამ და გაყოფამ შეიძლება გამოიწვიოს კლიენტის მიერ იმაზე ნაკლებად ხელსაყრელი ფასის მიღება, ვიდრე კლიენტი მიიღებდა, მისი ორდერები შესაბამისად ცალკე ან ერთად რომ შესრულებულიყო.
17.1 „გალტ ენდ თაგარტს“, მის პარტნიორებს ან „გალტ ენდ თაგარტთან“ დაკავშირებულ სხვა პირებს ან კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ არსებითი ხასიათის ინტერესი, ურთიერთობა ან შეთანხმებები ნებისმიერ შესრულებულ ტრანზაქციასთან ან კონტრაქტთან ან „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ წინამდებარე პირობების შესაბამისად გაწეულ რჩევებთან დაკავშირებით. წინამდებარე პირობების მიღებით კლიენტი თანხმდება, რომ „გალტ ენდ თაგარტს“ შეუძლია ასეთი საქმის წარმართვა ნებისმიერი პოტენციური კონკრეტული ინტერესთა კონფლიქტის წინასწარ მითითების გარეშე.
18.1 კლიენტის ინსტრუქციების შესასრულებლად „გალტ ენდ თაგარტს“ შეუძლია დაავალოს ამის გაკეთება „გალტ ენდ თაგარტის“ შეხედულებისამებრ შერჩეულ კონტრაჰენტს და „გალტ ენდ თაგარტი“ ამას გააკეთებს, როდესაც ტრანზაქცია ექვემდებარება იმ ბირჟის ან ბაზრის წესებს, რომელთა წევრი „გალტ ენდ თაგარტი“ არ არის.
18.2 „გალტ ენდ თაგარტი“ არ იქნება პასუხისმგებელი აღნიშნული კონტრაჰენტების მიერ დაშვებულ შეცდომებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დამტკიცდება, რომ „გალტ ენდ თაგარტი“ არ მოიქცა საკმარისად ფრთხილად კონტრაჰენტის არჩევისას.
19.1 კლიენტი შესაძლოა „გალტ ენდ თაგარტში“ წარმდგენმა ბროკერმა წარადგინოს. ასეთ შემთხვევაში „გალტ ენდ თაგარტი“ არ იქნება პასუხისმგებელი კლიენტსა და კლიენტის წარმდგენ ბროკერს შორის დადებულ ნებისმიერ შეთანხმებაზე. კლიენტი აცნობიერებს, რომ ნებისმიერი ასეთი წარმდგენი ბროკერი იმოქმედებს ან როგორც დამოუკიდებელი შუამავალი, ან კლიენტის აგენტი და რომ არც ერთი ასეთი წარმდგენი ბროკერი არ იქნება უფლებამოსილი გააკეთოს რაიმე სახის განცხადება „გალტ ენდ თაგარტთან“ ან „გალტ ენდ თაგარტის“ მომსახურებებთან დაკავშირებით.
19.2 კლიენტს საგანგებოდ ეცნობა, რომ კლიენტის შეთანხმებამ მის წარმდგენ ბროკერთან შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი ხარჯები, რადგან „გალტ ენდ თაგარტმა“ ამ პირს შეიძლება გადაუხადოს ანაზღაურება ან საკომისიო.
19.3 კლიენტს ასევე საგანგებოდ ეცნობა, რომ კლიენტის შეთანხმებამ მის წარმდგენ ბროკერთან შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი ხარჯები კლიენტისთვის, რადგან წარმდგენმა ბროკერმა შეიძლება დააკავოს საკომისიოები და ანაზღაურება, ასევე ფასის ან საპროცენტო/ფინანსური განაკვეთის კორექტირება ნებისმიერი სავაჭრო გარიგებისთვის, რომელიც განხორციელდა ან მიეწერება კლიენტის ანგარიშს ან წარმდგენი ბროკერის, ან კლიენტის მიერ.
19.4 თუ წარმდგენი ბროკერი ახორციელებს რაიმე დაკავებას კლიენტის სავაჭრო ანგარიშიდან კლიენტსა და წარმდგენ ბროკერს შორის რომელიმე შეთანხმების შესაბამისად, „გალტ ენდ თაგარტი“ არ იქნება პასუხისმგებელი ასეთი შეთანხმების არსებობაზე ან ნამდვილობაზე.
19.5 „გალტ ენდ თაგარტი“ არ იქნება პასუხისმგებელი ან ვალდებული კლიენტის წინაშე წარმდგენი ბროკერის მიერ მიცემული ინსტრუქციების შესრულებისთვის. „გალტ ენდ თაგარტი“ არ არის ვალდებული, აკონტროლოს ან სხვაგვარად იცოდეს ან შეამოწმოს გადახდის ინსტრუქციები ან წარმდგენი ბროკერის ნებისმიერი სხვა ქმედებები, მათ შორის, თუმცა არა მხოლოდ, ვაჭრობა.
19.6 კლიენტი აღიარებს და ეთანხმება, რომ ხშირმა ტრანზაქციებმა შეიძლება გამოიწვიოს, რომ საკომისიოების, მოსაკრებლების, ფასის ან საპროცენტო/ფინანსური განაკვეთების კორექტირებების მთლიანი ოდენობა განხორციელებულ სავაჭრო გარიგებებზე იყოს არსებითი და აუცილებლად არ კომპენსირდებოდეს შესაბამისი სავაჭრო გარიგებების შედეგად მიღებული წმინდა მოგებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში. იმის სწორად შეფასება, კომერციულად ხელსაყრელს ხდის თუ არა ვაჭრობას განხორციელებული, კლიენტის ანგარიშიდან გადახდილი სავაჭრო გარიგებების, საკომისიოების, მოსაკრებლების, ფასის ან საპროცენტო/ფინანსური განაკვეთების კორექტირებების მთლიანი ოდენობა, კლიენტისა და წარმდგენი ბროკერის ერთობლივი პასუხისმგებლობაა. „გალტ ენდ თაგარტი“ მოქმედებს მხოლოდ როგორც კასტოდიანი და ძირითადი ბროკერი და, შესაბამისად, არ არის პასუხისმგებელი კლიენტის მიერ გადახდილი საკომისიოებისა და გადასახდელების ოდენობაზე, ასევე ფასზე ან საპროცენტო განაკვეთზე.
19.7 ნებისმიერი საკომისიოები, მოსაკრებლები, ფასი ან საპროცენტო/დაფინანსების განაკვეთის კორექტირება შესრულებული სავაჭრო გარიგებისთვის შეიძლება განაწილდეს წარმდგენ ბროკერს, „გალტ ენდ თაგარტსა“ და მესამე პირებს შორის წარმდგენი ბროკერის წერილობითი ინსტრუქციების მიხედვით და/ან „გალტ ენდ თაგარტის“ შეხედულებისამებრ.
20.1 ამ პუნქტში მოცემული დებულებები ავსებს სხვა უფლებებს, რომლებიც „გალტ ენდ თაგარტს“ ან რომელიმე მის პარტნიორს აქვს წინამდებარე პირობების მიხედვით, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, მე-13 მუხლში განსაზღვრულ გაყიდვის უფლებას, და ასევე სხვა უფლებებს, რომლებიც „გალტ ენდ თაგარტს“ აქვს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
20.2 „გალტ ენდ თაგარტი“ იტოვებს უფლებას, დააკავოს ან გამოქვითოს ნებისმიერი თანხებიდან, რომლებიც „გალტ ენდ თაგარტს“ მართებს კლიენტის ან რომლებიც ინახება კლიენტისთვის, თუ კლიენტს გადასახდელი ექნება რაიმე თანხები „გალტ ენდ თაგარტისთვის“ ან „გალტ ენდ თაგარტის“ პარტნიორებისთვის.
20.3 კლიენტი უფლებამოსილებას ანიჭებს „გალტ ენდ თაგარტს“, ამ უკანასკნელის შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს და შეტყობინების გარეშე, გაყიდოს, გამოიყენოს, ჩათვალოს და/ან დაარიცხოს ნებისმიერი სახით კლიენტის ნებისმიერი ან მთელი ქონება და/ან ნებისმიერი შემოსავლები ქონებიდან, რომელსაც „გალტ ენდ თაგარტი“ ან რომელიმე მისი პარტნიორი ან აგენტი ინახავს ან აკონტროლებს, „გალტ ენდ თაგარტის“ ან „გალტ ენდ თაგარტის“ პარტნიორების მიმართ კლიენტის რომელიმე ან ყველა ვალდებულების შესასრულებლად.
20.4 თითოეული და ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენა წარმოადგენს დეფოლტის შემთხვევას „გალტ ენდ თაგარტთან“ კლიენტის ყველა კონტრაქტთან, მარჯინ გარიგებასთან, ფასიან ქაღალდებთან და სხვა ბიზნესთან მიმართებაში (მიუხედავად იმისა, ეხება თუ არა დეფოლტის შემთხვევა „გალტ ენდ თაგარტთან“ ბიზნესის მხოლოდ ნაწილს):
20.4.1 თუ კლიენტი ვერ იხდის რაიმე გადასახდელს ან ვერ ასრულებს რაიმე სხვა მოქმედებას, რომელიც მოთხოვნილია წინამდებარე პირობებით ან „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ მისი გონივრული შეხედულებისამებრ;
20.4.2 თუ კლიენტი ვერ გადარიცხავს საჭირო თანხებს, რათა „გალტ ენდ თაგარტს“ მიეცეს შესაძლებლობა, მიიღოს მიწოდება ნებისმიერი კონტრაქტის საფუძველზე გადახდისთვის დადგენილ პირველ თარიღზე;
20.4.3 თუ კლიენტი ვერ უზრუნველყოფს აქტივებს მიწოდებისთვის, ან არ მიიღებს აქტივების მიწოდებას ნებისმიერი კონტრაქტის საფუძველზე გადახდისთვის დადგენილ პირველ თარიღზე;
20.4.4 თუ კლიენტი გარდაიცვლება ან ფსიქიკურად დაავადდება;
20.4.5 თუ კლიენტის მიმართ ან, თუ ეს ამხანაგობაა, ერთი ან რამდენიმე პარტნიორის მიმართ, ან თუ ეს კომპანიაა, შეტანილია განცხადება გარეშე მმართველის, მინდობილი მესაკუთრის, ქონების მმართველის ან მსგავსი მოხელის დანიშვნის შესახებ;
20.4.6 თუ წარდგენილია შუამდგომლობა კლიენტის ლიკვიდაციის ან მართვის შესახებ;
20.4.7 თუ გამოიცემა ბრძანება ან მიღებული იქნება გადაწყვეტილება კლიენტის ლიკვიდაციის ან მართვის შესახებ (გარდა გაერთიანების ან რეკონსტრუქციის მიზნებისა „გალტ ენდ თაგარტის“ წინასწარი წერილობითი თანხმობით);
20.4.8 თუ კლიენტის ნებისმიერი ქონება დაყადაღებულია, მასზე დაწესებულია იძულებითი აღსრულება ან სხვა პროცესი და არ არის მოხსნილი, შეწყვეტილი ან გადახდილი შვიდი დღის განმავლობაში;
20.4.9 თუ რომელიმე იპოთეკით ან გირავნობის უფლებით შექმნილი რაიმე უზრუნველყოფა გახდება აღსრულებადი კლიენტის მიმართ და იპოთეკარი ან მეგირავნე მიიღებს ზომებს უზრუნველყოფის ან გირავნობის აღსრულების მიზნით;
20.4.10 თუ კლიენტის ან მისი რომელიმე შვილობილი კომპანიის რომელიმე დავალიანება ხდება დაუყოვნებლივ გადასახდელი ან შეიძლება გამოცხადდეს გადასახდელად გადახდისთვის დადგენილი ვადის დადგომამდე კლიენტის (ან მისი რომელიმე შვილობილი კომპანიის) მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო ან კლიენტი (ან მისი რომელიმე შვილობილი კომპანია) ვერ ფარავს რაიმე დავალიანებას გადახდისთვის დადგენილ თარიღზე;
20.4.11 თუ კლიენტი სრულად ვერ შეასრულებს წინამდებარე პირობებით ან რომელიმე კონტრაქტით ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის უარს იტყვის მარჯინ მოთხოვნების შესრულებაზე;
20.4.12 თუ კლიენტის რომელიმე განცხადება ან გარანტია არის ან ხდება არასწორი;
20.4.13 თუ „გალტ ენდ თაგარტს“ ან კლიენტს მოეთხოვება კონტრაქტის (ან კონტრაქტის რომელიმე ნაწილის) დახურვა რომელიმე მარეგულირებელი უწყების ან ორგანოს მიერ; ან
20.4.14 თუ „გალტ ენდ თაგარტი“ ამას გონივრულად საჭიროდ მიიჩნევს საკუთარი ან თავისი პარტნიორების დასაცავად.
20.5 დეფოლტის შემთხვევის დადგომისას „გალტ ენდ თაგარტს“ თავისი შეხედულებისამებრ ექნება უფლება:
20.5.1 გაყიდოს ან დატვირთოს ნებისმიერ სახით კლიენტის ნებისმიერი ან ყველა უზრუნველყოფა, აქტივი და ქონება, რომელიც დროდადრო შეიძლება იყოს „გალტ ენდ თაგარტის“ ან მისი რომელიმე პარტნიორის ან აგენტის მფლობელობაში ან კონტროლის ქვეშ, ან გამოიყენოს ნებისმიერი გარანტია რაიმე შეტყობინებისა თუ სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე. ფასიანი ქაღალდის, აქტივებისა და ქონების გაყიდვა განხორციელდება იმ გზით, რომელსაც „გალტ ენდ თაგარტი“ თავისი გონივრული შეხედულებისამებრ განსაზღვრავს, და იმ ფასად, რომელსაც „გალტ ენდ თაგარტი“ თავისი გონივრული შეხედულებისამებრ განსაზღვრავს როგორც საუკეთესო მისაღებ ფასს, იმ პირობით, რომ „გალტ ენდ თაგარტი“ უზრუნველყოფს 7-დღიან შეტყობინების პერიოდს ნებისმიერი კლიენტის ფასიანი ქაღალდის რეალიზაციამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია დაუყოვნებლივი გაყიდვა ზარალის თავიდან აცილების ან შეზღუდვის მიზნით;
20.5.2 იყიდოს ან გაყიდოს ნებისმიერი ფასიანი ქაღალდი, ინვესტიცია ან სხვა ქონება, თუ ეს აუცილებელია ან, „გალტ ენდ თაგარტის“ დასაბუთებული აზრით, შეიძლება იყოს აუცილებელი იმისათვის, რომ „გალტ ენდ თაგარტმა“ შეასრულოს თავისი ვალდებულებები ნებისმიერი კონტრაქტის საფუძველზე, ხოლო კლიენტი ვალდებულია, აუნაზღაუროს „გალტ ენდ თაგარტს“ შესყიდვის ფასი სრული ოდენობით, პლუს ნებისმიერი დაკავშირებული ხარჯები და დანახარჯები;
20.5.3 გადასცეს ნებისმიერ მესამე პირს ნებისმიერი ფასიანი ქაღალდი, ინვესტიცია ან ქონება ან სხვაგვარად განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რომელსაც „გალტ ენდ თაგარტი“ მიიჩნევს სასურველად ნებისმიერი კონტრაქტის დახურვის მიზნით;
20.5.4 მოსთხოვოს კლიენტს კონტრაქტის დაუყოვნებლივ დახურვა და დარეგულირება იმგვარად, როგორც „გალტ ენდ თაგარტმა“ შეიძლება მოითხოვოს თავისი გონივრული შეხედულებისამებრ;
20.5.5 დადოს ნებისმიერი სავალუტო ტრანზაქცია ისეთი საბაზრო კურსებით და ისეთი ვადებით, როგორიც „გალტ ენდ თაგარტმა“ შეიძლება განსაზღვროს, კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად;
20.5.6 ხელახლა გამოწეროს ინვოისი ყველა აქტივზე ან აქტივების ნაწილზე, რომლებიც ირიცხება ნებისმიერი ანგარიშის კრედიტად ან დებეტად (მათ შორის, შეცვალოს „გალტ ენდ თაგარტის“ ან კლიენტის ვალდებულება, მიაწოდოს აქტივი ვალდებულებით, გადაიხადოს თანხა, რომელიც ინვოისის ხელახლა გამოწერის თარიღზე არსებული აქტივის საბაზრო ღირებულების (რომელსაც „გალტ ენდ თაგარტი“, საკუთარი შეხედულებისამებრ, განსაზღვრავს) ტოლია); და
20.5.7 დახუროს ყველა კონტრაქტი და ჩათვალოს კლიენტისა და „გალტ ენდ თაგარტის“ ყველა ვალდებულება ერთმანეთის მიმართ „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ მესამე პირებისთვის დადგენილი თარიღიდან.
20.6 კლიენტი უფლებამოსილებას ანიჭებს „გალტ ენდ თაგარტს“, განახორციელოს ამ პუნქტში აღწერილი ნებისმიერი ან ყველა ზომა კლიენტისთვის შეტყობინების გარეშე და აღიარებს, რომ „გალტ ენდ თაგარტი“ არ იქნება პასუხისმგებელი ასეთი ზომების განხორციელების რაიმე შედეგზე, გარდა „გალტ ენდ თაგარტის“ მხრიდან ამასთან დაკავშირებული სერიოზული დაუდევრობისა. კლიენტი ვალდებულია, გააფორმოს დოკუმენტები და განახორციელოს იმგვარი ქმედებები, რომლებიც „გალტ ენდ თაგარტმა“ შეიძლება მოითხოვოს „გალტ ენდ თაგარტის“ და მისი პარტნიორების იმ უფლებების დასაცავად, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე პირობებით ან ნებისმიერი შეთანხმებით, რომელიც კლიენტს შეიძლება დაედო „გალტ ენდ თაგარტის“ პარტნიორებთან.
20.7 თუ „გალტ ენდ თაგარტი“ ახორციელებს თავის უფლებას, გაყიდოს კლიენტის ნებისმიერი ფასიანი ქაღალდი ან ქონება ამ მუხლის შესაბამისად, იგი განახორციელებს ასეთ გაყიდვას კლიენტის სახელით, კლიენტისთვის შეტყობინების ან მის წინაშე პასუხისმგებლობის გარეშე, და გამოიყენებს გაყიდვის შედეგად მიღებულ თანხებს „გალტ ენდ თაგარტის“ ან „გალტ ენდ თაგარტის“ პარტნიორების მიმართ კლიენტის ნებისმიერი ვალდებულების დასაფარავად.
20.8 წინამდებარე პირობების ან მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე „გალტ ენდ თაგარტის“ სხვა უფლებებისთვის ზიანის მიყენების გარეშე, „გალტ ენდ თაგარტს“ შეუძლია ნებისმიერ დროს და შეტყობინების გარეშე გააერთიანოს ან მოახდინოს ნებისმიერი იმ ანგარიშების კონსოლიდირება, რომლებიც კლიენტს აქვს „გალტ ენდ თაგარტთან“ ან ნებისმიერ მის პარტნიორთან, და მოახდინოს ნებისმიერი და ყველა იმ თანხის ჩათვლა, რომლებიც კლიენტს მართებს „გალტ ენდ თაგარტის“ ან რომელიმე მისი პარტნიორის წინაშე, ისეთი ფორმით, როგორიც „გალტ ენდ თაგარტმა“ შეიძლება განსაზღვროს თავისი გონივრული შეხედულებისამებრ.
21.1 კლიენტი გარანტიას იძლევა და აცხადებს, რომ:
21.1.1 იგი არ არის იურიდიულად ქმედუუნარო რაიმე კანონის ან რეგულაციის მიმართ და არ ექვემდებარება რაიმე კანონს ან რეგულაციას, რომელიც ხელს უშლის მას წინამდებარე პირობების შესრულებაში ან პირობებით გათვალისწინებული ნებისმიერი კონტრაქტის ან ტრანზაქციის შესრულებაში;
21.1.2 მას მიღებული აქვს ყველა საჭირო თანხმობა და უფლებამოსილია, იმოქმედოს წინამდებარე პირობების შესაბამისად (ხოლო თუ კლიენტი არ არის ფიზიკური პირი, რომ იგი სათანადოდ არის უფლებამოსილი და მიღებული აქვს საჭირო კორპორატიული ან სხვა უფლებამოსილება მისი სადამფუძნებლო და ორგანიზაციული დოკუმენტების შესაბამისად);
21.1.3 კლიენტის მიერ ნებისმიერი მიზნით მიწოდებული ინვესტიციები ან სხვა აქტივები, წინამდებარე პირობების შესაბამისად, ყოველთვის თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი დატვირთვისგან, გირავნობისგან და ყადაღისგან და მათი საბოლოო მესაკუთრე უნდა იყოს კლიენტი;
21.1.4 იგი ასრულებს ყველა კანონს, რომელიც მოქმედებს მის მიმართ, მათ შორის, შეუზღუდავად, ყველა საგადასახადო კანონს და რეგულაციას, სავალუტო კონტროლის მოთხოვნებს და რეგისტრაციის მოთხოვნებს; და
21.1.5 კლიენტის მიერ „გალტ ენდ თაგარტისთვის“ მიწოდებული ინფორმაცია არის სრული, ზუსტი და არ არის შეცდომაში შემყვანი რაიმე არსებითი თვალსაზრისით.
21.2 ზემოთ მოცემული გარანტიები და განცხადებები ჩაითვლება გამეორებულად ყოველ ჯერზე, როდესაც კლიენტი მომავალში, „გალტ ენდ თაგარტის“ კლიენტთან ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, მისცემს ინსტრუქციებს „გალტ ენდ თაგარტს“.
22.1 კლიენტი ვალდებულია, აუნაზღაუროს „გალტ ენდ თაგარტს“ ყველა ზარალი, გადასახადი, ხარჯი, დანახარჯი და ვალდებულება (ამჟამინდელი, მომავალი, პირობითი ან სხვაგვარი, დასაბუთებული იურიდიული ჰონორარების ჩათვლით), რომელიც შეიძლება განიცადოს ან გაიღოს „გალტ ენდ თაგარტმა“, ქვემოთ მითითებულიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით:
22.1.1 კლიენტის მიერ წინამდებარე პირობების დარღვევა;
22.1.2 „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ ნებისმიერი ტრანზაქციის ან კონტრაქტის დადება; ან
22.1.3 „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ ნებისმიერი ისეთი ზომების განხორციელება, რომელთა განხორციელების უფლება „გალტ ენდ თაგარტს“ აქვს დეფოლტის შემთხვევაში,
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ზარალი, გადასახადები, ხარჯები, დანახარჯები და ვალდებულებები წარმოქმნილი ან განცდილია „გალტ ენდ თაგარტის“ უხეში დაუდევრობის ან ვალდებულების განზრახ შეუსრულებლობის შედეგად.
22.2 კომპენსაციის ეს უფლება მოქმედებს კლიენტთან ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგაც.
22.3 მე-6 პუნქტის შეუზღუდავავ, „გალტ ენდ თაგარტი“ არ იქნება პასუხისმგებელი:
22.3.1 ნებისმიერ ზარალზე (მათ შორის თანმდევ და სხვა არაპირდაპირ ზარალზე), ხარჯებზე, დანახარჯებზე ან ვალდებულებებზე (ერთად მოიხსენიება როგორც „ზარალი“), რომელიც განიცადა ან გაიღო კლიენტმა მომსახურების მიწოდების შედეგად ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ზარალი განცდილია „გალტ ენდ თაგარტის“ უხეში დაუდევრობის ან ვალდებულების განზრახ შეუსრულებლობის შედეგად;
22.3.2 ნებისმიერ ზარალზე, რომელიც წარმოიშვა „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ წინამდებარე პირობების შესაბამისად განხორციელებული ქმედებების შედეგად; ან
22.3.3 ნებისმიერ თანმდევ ან სხვა არაპირდაპირ ზარალზე, რომელიც განიცადა კლიენტმა, მიუხედავად იმისა, ის „გალტ ენდ თაგარტის“ დაუდევრობის შედეგად წარმოიშვა თუ სხვა მიზეზებით.
22.4 კერძოდ, კლიენტი აცნობიერებს, აღიარებს და ეთანხმება, რომ ნებისმიერი საბაზრო რეკომენდაცია და ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მიწოდებულია „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ, არ წარმოადგენს კონტრაქტის ყიდვის ან გაყიდვის შეთავაზებას ან ყიდვისა თუ გაყიდვისკენ წაქეზებას და რომ ასეთი რეკომენდაცია და ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ ეფუძნება ისეთი წყაროების ინფორმაციას, რომლებიც „გალტ ენდ თაგარტს“ სანდოდ მიაჩნია, შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ბროკერის აზრს და ასეთი ინფორმაცია შეიძლება იყოს არასრული და გადაუმოწმებელი ან მისი გადამოწმება შეუძლებელი იყოს. „გალტ ენდ თაგარტი“ არ აკეთებს არანაირ განცხადებას, არ იძლევა გარანტიას და არ არის პასუხისმგებელი კლიენტისთვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაციის ან სავაჭრო რეკომენდაციის სიზუსტეზე ან სისრულეზე.
23.1 არცერთმა მხარემ არ უნდა გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც ეხება მეორე მხარის ბიზნესს, ინვესტიციებს, ფინანსებს ან სხვა კონფიდენციალურ საკითხებს და რომელიც მან შეიძლება შეიტყოს თავისი მოვალეობების შესრულებისას ან მიიღოს თავის განკარგულებაში, და თითოეული მხარე ყველა ღონეს იხმარს, რათა თავიდან აიცილოს ასეთი გამჟღავნება. თუმცა ეს პირობა არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მხარე ვალდებულია, გაამჟღავნოს ასეთი ინფორმაცია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნით ან საკანონმდებლო თუ ზედამხედველი ორგანოს ან სხვა ისეთი პირის წინაშე, რომელიც კანონის საფუძველზე უფლებამოსილია, მოითხოვოს ინფორმაციის გამჟღავნება, ან იმ მიზნით, რომ მხარეს შეეძლოს საკმარისი მოცულობით შეასრულოს მისი ვალდებულებები წინამდებარე პირობების შესაბამისად.
23.2 წინამდებარე პირობებზე დათანხმებით კლიენტი უფლებამოსილებას ანიჭებს „გალტ ენდ თაგარტს“, გაამჟღავნოს კლიენტთან დაკავშირებული იმგვარი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება საჭირო იყოს ნებისმიერი კანონის, წესის საფუძველზე ან მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნით, მათ შორის ნებისმიერი მოქმედი ბაზრის წესებით, კლიენტისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე.
23.3 წინამდებარე პირობებზე დათანხმებით კლიენტი ნებართვას აძლევს „გალტ ენდ თაგარტს“, გადასცეს პერსონალური ინფორმაცია კლიენტის შესახებ, რომელიც წარმოდგენილია „გალტ ენდ თაგარტისთვის“ ან შეგროვებულია მის მიერ, ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც განეკუთვნება „გალტ ენდ თაგარტის“ პარტნიორებს ან „გალტ ენდ თაგარტთან“ დაკავშირებულ სხვა პირებს ან კომპანიებს. „გალტ ენდ თაგარტს“, მის პარტნიორებს ან „გალტ ენდ თაგარტთან“ დაკავშირებულ სხვა პირებს ან კომპანიებს უფლება აქვთ, გადასცენ ამგვარი პერსონალური ინფორმაცია მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის, საინვესტიციო კონსულტაციების, საინვესტიციო სერვისების და სხვა ისეთი სერვისების გაწევის და შესრულების მიზნით, რომლებსაც „გალტ ენდ თაგარტი“ სთავაზობს კლიენტებს, მარკეტინგის საწარმოებლად და კლიენტებთან ურთიერთობის სამართავად. ასეთი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს „გალტ ენდ თაგარტის“ პარტნიორებს ან „გალტ ენდ თაგარტთან“ დაკავშირებულ სხვა პირებს ან კომპანიებს იმ ქვეყნებში, სადაც მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა შეიძლება არ ითვალისწინებდეს დაცვის ეკვივალენტურ დონეს. გარდა ამისა, „გალტ ენდ თაგარტს“ შეუძლია გაუზიაროს ასეთი პერსონალური ინფორმაცია გარეშე სააგენტოს, რომელიც მუშაობს „გალტ ენდ თაგარტის“ სახელით, კლიენტების ანალიზის განხორციელების მიზნით, „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ გაყიდვებსა და მარკეტინგში გამოსაყენებლად, და „გალტ ენდ თაგარტის“ სახელით მომუშავე ნებისმიერ წარმდგენ ბროკერს დეტალური შემოწმების ჩატარებისა და ანგარიშის გახსნის შესახებ განაცხადების დამტკიცების მიზნით.
23.4 კლიენტის პერსონალური ინფორმაცია შეინახება არა უმეტეს იმ დროისა, ვიდრე ეს აუცილებელია წინამდებარე პირობებში ჩამოთვლილი მიზნების განსახორციელებლად. კლიენტს უფლება აქვს, მოითხოვოს ასეთი პერსონალური ინფორმაციის შესწორება, დამატება, წაშლა ან დაბლოკვა, თუ ის არაზუსტი, არასრული ან შეუსაბამოა დამუშავების მიზნებისთვის ან თუ დამუშავებულია სხვა, უკანონო გზით. გარკვეულ გარემოებებში კლიენტს შეიძლება ასევე ჰქონდეს უფლება, ლეგიტიმური მიზეზების გამო გააპროტესტოს ასეთი პერსონალური მონაცემების დამუშავება მონაცემთა დაცვის მოქმედი რეგულაციებით დადგენილი პროცედურების შესაბამისად და მოიძიოს სამართლებრივი დაცვის სხვა საშუალებები, რომლებიც ხელმისაწვდომია ამგვარი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებით.
24.1 ურთიერთობა „გალტ ენდ თაგარტსა“ და კლიენტს შორის შეიძლება დაუყოვნებლივ შეწყდეს კლიენტის მიერ 26-ე მუხლის შესაბამისად. „გალტ ენდ თაგარტი“ არ დააკისრებს კლიენტს ცალკე საფასურს სავაჭრო ანგარიშების გახსნისა და დახურვისთვის, „გალტ ენდ თაგარტის“ მოქმედი სავაჭრო საკომისიოს გარდა, საკომისიოების, გადასახდელებისა და მარჯინების ჩამონათვალის შესაბამისად, რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერი ღია პოზიციის დახურვასთან.
25.1 „გალტ ენდ თაგარტი“ უფლებამოსილია, შეცვალოს პირობები კლიენტის სასარგებლოდ შეტყობინების გარეშე. ცვლილებები, რომლებიც არ არის კლიენტის სასარგებლოდ, შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ დროს, სულ მცირე 30 დღით ადრე შეტყობინების გაგზავნით. „გალტ ენდ თაგარტი“ კლიენტს შეტყობინებას მიაწვდის ხანგრძლივი მოქმედების მატარებლის მეშვეობით. მიიჩნევა, რომ კლიენტი დაეთანხმა ასეთ ცვლილებებს, თუ ის არ აცნობებს „გალტ ენდ თაგარტს“, რომ არ ეთანხმება ცვლილებებს.
25.2 ოფციონურ კონტრაქტზე მუშაობისას, თუ ბაზარი, სადაც ხდება შესაბამისი საბირჟო პროდუქტით ვაჭრობა, ან თუ კონტრაჰენტი რომელთანაც „გალტ ენდ თაგარტმა“ დადო კონტრაქტი, რომელიც ყველა თვალსაზრისით იდენტურია ოფციონური კონტრაქტისა, რომელიც „გალტ ენდ თაგარტმა“ კლიენტთან გააფორმა, ახორციელებს რაიმე ქმედებას, რომელიც გავლენას მოახდენს საბირჟო ვაჭრობის პროდუქტზე ან კონტრაქტზე, რომელიც „გალტ ენდ თაგარტმა“ დადო თავის კონტრაჰენტთან, „გალტ ენდ თაგარტს“ შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი ისეთი ქმედება შესაბამის ოფციონურ კონტრაქტთან მიმართებით, რომელსაც „გალტ ენდ თაგარტი“ თავისი გონივრული შეხედულებისამებრ მიიჩნევს სასურველად ან მიზანშეწონილად, რათა შეესაბამებოდეს ბაზრის ან კონტრაჰენტის მიერ განხორციელებულ აღნიშნულ ქმედებებს, ან რათა შეამციროს ნებისმიერი ზარალი, რომელსაც იგი განიცდის ან შეიძლება განიცადოს ასეთი ქმედების შედეგად.
26.1 კლიენტთან ურთიერთობა ძალაში დარჩება შეწყვეტამდე.
26.2 კლიენტი უფლებამოსილია, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს „გალტ ენდ თაგარტთან“ ურთიერთობა „გალტ ენდ თაგარტისთვის“ წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. „გალტ ენდ თაგარტი“ უფლებამოსილია, შეწყვიტოს კლიენტთან ურთიერთობა კლიენტის ერთი თვით ადრე გაფრთხილებით. „გალტ ენდ თაგარტი“ კლიენტს შეტყობინებას მიაწვდის ხანგრძლივი მოქმედების მატარებლის მეშვეობით. შეწყვეტა არ იმოქმედებს დაგროვილ უფლებებსა და ვალდებულებებზე.
26.3 „გალტ ენდ თაგარტი“ და კლიენტი იღებენ ვალდებულებას, შეწყვეტის შემთხვევაში დაასრულონ ყველა კონტრაქტი, რომელიც უკვე დადებულია ან განხორციელების პროცესშია, და წინამდებარე პირობები კვლავ სავალდებულოდ შესასრულებელი იქნება ორივე მხარისთვის ასეთ ტრანზაქციებთან დაკავშირებით. „გალტ ენდ თაგარტი“ უფლებამოსილია, დააკავოს მისი კუთვნილი ყველა თანხა კლიენტისთვის ნებისმიერ ანგარიშზე არსებული ნებისმიერი საკრედიტო ნაშთის გადარიცხვამდე და მას უფლება აქვს, გადადოს ასეთი გადარიცხვა მანამდე, სანამ არ დაიხურება ყველა კონტრაქტი „გალტ ენდ თაგარტსა“ და კლიენტს შორის. გარდა ამისა, „გალტ ენდ თაგარტი“ უფლებამოსილია, მოსთხოვოს კლიენტს, გადაიხადოს კლიენტის ინვესტიციების გადარიცხვისას გაწეული ნებისმიერი ხარჯები.
27.1 „გალტ ენდ თაგარტის“ მარეგულირებელი ორგანოა საქართველოს ეროვნული ბანკი.
28.1 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს სურს სადავო გახადოს დავალების შესრულება ან სავაჭრო გარიგების ფასი და შეფასება, კლიენტმა დავით უნდა მიმართოს ანგარიშების ადმინისტრატორს ან „გალტ ენდ თაგარტის“ სხვა თანამშრომელს, რომელიც შეისწავლის საკითხს და კლიენტს დროულად, ჩვეულებრივ, ხუთი დღის განმავლობაში, უპასუხებს.
28.2 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტმა საკითხით ან პრობლემით მიმართა ანგარიშების ადმინისტრატორს ან „გალტ ენდ თაგარტის“ სხვა თანამშრომელს და დროულად არ მიიღო დამაკმაყოფილებელი პასუხი, კლიენტმა უნდა შეიტანოს წერილობითი საჩივარი „გალტ ენდ თაგარტის“ საჩივრების დეპარტამენტში. ამის შემდეგ საჩივრების დეპარტამენტი იძიებს საკითხს და პასუხობს საჩივარს.
28.3 წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული „გალტ ენდ თაგარტის“ რომელიმე სხვა უფლებების შეზღუდვის გარეშე, კლიენტსა და „გალტ ენდ თაგარტს“ შორის მარჯინ გარიგებასთან ან სავარაუდო მარჯინ გარიგებასთან, ან მარჯინ გარიგებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინსტრუქციასთან მიმართებით დავის ან საჩივრის შემთხვევაში „გალტ ენდ თაგარტი“ უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ და შეტყობინების გარეშე დახუროს ნებისმიერი ასეთი მარჯინ გარიგება ან სავარაუდო მარჯინ გარიგება, თუ „გალტ ენდ თაგარტს“ დასაბუთებულად მიაჩნია, რომ ასეთი ქმედება სასურველია დავაში ჩართული მაქსიმალური თანხის შეზღუდვისთვის. „გალტ ენდ თაგარტი“ არ იქნება პასუხისმგებელი კლიენტის წინაშე შესაბამისი მარჯინ გარიგების დონის ნებისმიერ შემდგომ რყევებთან დაკავშირებით. თუ „გალტ ენდ თაგარტი“ დახურავს მარჯინ გარიგებას ამ პუნქტის შესაბამისად, ასეთი ქმედება არ შელახავს „გალტ ენდ თაგარტის“ უფლებას, ამტკიცებდეს, რომ ასეთი მარჯინ გარიგება უკვე დახურული იყო „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ ან არასოდეს ყოფილა გახსნილი კლიენტის მიერ. „გალტ ენდ თაგარტმა“ უნდა მიიღოს გონივრული ზომები, რათა აცნობოს კლიენტს, რომ „გალტ ენდ თაგარტმა“ განახორციელა ასეთი ქმედება, როგორც კი შესაძლებელი იქნება. როდესაც „გალტ ენდ თაგარტი“ ხურავს მარჯინ გარიგებას ან სავარაუდო მარჯინ გარიგებას ამ პუნქტის შესაბამისად, დახურვა არ შელახავს კლიენტის უფლებებს გახსნას ახალი მარჯინ გარიგება იმ პირობით, რომ ასეთი მარჯინ გარიგება გაიხსნება წინამდებარე პირობების შესაბამისად. მარჯინ ან სხვა სახსრების გაანგარიშებისას, რომლებიც საჭიროა ასეთი მარჯინ გარიგებისთვის, „გალტ ენდ თაგარტს“ უფლება აქვს, ამის გაკეთებისას მიიჩნიოს, რომ „გალტ ენდ თაგარტის“ შეხედულება სადავო მოვლენებზე ან ინსტრუქციებზე სწორია.
29.1 კლიენტთან ურთიერთობა და წინამდებარე პირობები ექვემდებარება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის, როგორც ერთადერთი და ექსკლუზიური მარეგულირებელი კანონმდებლობის, შესაბამისად.
29.2 კლიენტი და „გალტ ენდ თაგარტი“ შეთანხმდნენ, რომ საქართველოს სასამართლოებს ექნებათ ექსკლუზიური იურისდიქცია და ისინი წარმოადგენს ერთადერთ და ექსკლუზიურ ადგილს კლიენტთან ურთიერთობასთან და წინამდებარე პირობებთან, ასევე ნებისმიერ და ყველა გარიგებასთან დაკავშირებით კლიენტსა და „გალტ ენდ თაგარტს“ შორის დავებთან მიმართებით. თუმცა, „გალტ ენდ თაგარტი“ იტოვებს უფლებას, დაიწყოს სამართალწარმოება ნებისმიერ კომპეტენტურ სასამართლოში და იურისდიქციაში, რომელიც მას მიაჩნია შესაფერისად, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, იმ იურისდიქციებში, სადაც კლიენტი არის მოქალაქე ან რეზიდენტი, და იმ იურისდიქციებში, სადაც კლიენტი ფლობს აქტივებს.
29.3 ეს მუხლი აგრძელებს მოქმედებას კლიენტთან ურთიერთობის ნებისმიერი სახით შეწყვეტის შემდეგ.
30.1 თუ ნებისმიერ დროს წინამდებარე პირობების რომელიმე დებულება არის ან გახდება უკანონო, ძალადაკარგული ან აღუსრულებელი ნებისმიერი თვალსაზრისით ნებისმიერი იურისდიქციის კანონმდებლობით, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს არც წინამდებარე პირობების სხვა დებულებების კანონიერებაზე, ძალაში ყოფნაზე ან აღსრულებადობაზე აღნიშნული იურისდიქციის კანონმდებლობის შესაბამისად და არც სხვა დებულებების კანონიერებაზე, ძალაში ყოფნაზე ან აღსრულებადობაზე ნებისმიერი სხვა იურისდიქციის კანონმდებლობის საფუძველზე.
30.2 „გალტ ენდ თაგარტი“ არ იქნება პასუხისმგებელი კლიენტის წინაშე წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის, შესრულების დაყოვნების ან დაგვიანებისთვის, თუ აღნიშნული შეუსრულებლობა, შესრულების დაყოვნება ან დაგვიანება პირდაპირ ან ირიბად წარმოიქმნება მის გონივრულ კონტროლს მიღმა არსებული გარემოებების შედეგად. აღნიშნული ფორსმაჟორული გარემოებები, შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ნებისმიერ ტექნიკურ სირთულეს, როგორიცაა ტელეკომუნიკაციის გაუმართაობა ან შეფერხება, „გალტ ენდ თაგარტის“ ვებგვერდის მიუწვდომლობას, მაგ. ტექნიკური შეფერხების, გამოცხადებული ან გარდაუვალი ომის, აჯანყების, სამოქალაქო არეულობის, ბუნებრივი კატასტროფების, საკანონმდებლო დებულებების, ხელისუფლების მიერ მიღებული აქტების, გაფიცვების, ლოკაუტების, ბოიკოტის ან ბლოკადის გამო, მიუხედავად იმისა, არის თუ არა „გალტ ენდ თაგარტი“ კონფლიქტის მხარე, ისეთი შემთხვევების ჩათვლით, როდესაც ასეთი მოვლენები ზემოქმედებას „გალტ ენდ თაგარტის“ ფუნქციების მხოლოდ ნაწილზე ახდენს.
30.3 თუ კლიენტის ერთობლივი რისკი ერთ ან მეტ მარჯინ გარიგებაში აღწევს დონეს, რომელმაც - ბაზრის არასასურველი განვითარების შემთხვევაში - შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი დეფიციტი, რომელსაც არ ფარავს „გალტ ენდ თაგარტთან“ არსებული კლიენტის დეპოზიტები და/ან მარჯინი, „გალტ ენდ თაგარტმა“ შეიძლება თავისი გონივრული შეხედულებისამებრ (i) გაზარდოს მარჯინ მოთხოვნები და/ან (ii) შეამციროს კლიენტის რისკი კლიენტის ერთი ან რამდენიმე ან ყველა ღია პოზიციის დახურვით.
30.4 გარდა ამისა, „გალტ ენდ თაგარტს“ აქვს უფლება, თავისი გონივრული შეხედულებისამებრ დაადგინოს, რომ ადგილი აქვს ბაზრის საგანგებო ან განსაკუთრებულ სიტუაციას. ასეთი სიტუაცია მოიცავს, მაგრამ არა მხოლოდ, ნებისმიერი ბაზრის შეჩერებას ან დახურვას ან რაიმე ისეთი მოვლენის მიტოვებას ან წარუმატებლობას, რომელსაც „გალტ ენდ თაგარტი“ უკავშირებს მის შეთავაზებას, ან ნებისმიერი მარჯინ გარიგების და/ან საბაზო ბაზრის დონის გადაჭარბებული მოძრაობის წარმოქმნას, ან „გალტ ენდ თაგარტის“ დასაბუთებულ მოლოდინს აღნიშნული მოძრაობის წარმოქმნასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევებში „გალტ ენდ თაგარტს“ უფლება აქვს, გაზარდოს მარჯინ მოთხოვნები, შეამციროს კლიენტის რისკი, დახუროს კლიენტის ნებისმიერი ან ყველა ღია მარჯინ გარიგება და/ან შეაჩეროს ვაჭრობა.
30.5 კლიენტს არ შეუძლია გადასცეს თავისი უფლებები ან მოახდინოს წინამდებარე პირობებით ან ნებისმიერი კონტრაქტით განსაზღვრული კლიენტის რომელიმე ვალდებულების დელეგირება სხვა მხარისთვის, ხოლო „გალტ ენდ თაგარტს“ უფლება აქვს, გადასცეს თავისი უფლებები ან მოახდინოს მისი ვალდებულებების დელეგირება ნებისმიერი რეგულირებული ფინანსური ინსტიტუტისთვის.
30.6 სხვადასხვა ინვესტიციებისთვის, ინსტრუმენტებისა და კლიენტების ჯგუფებისთვის „გალტ ენდ თაგარტმა“ შეიძლება დაადგინოს დამატებითი ბიზნეს პირობები. კლიენტი აღიარებს, აცნობიერებს და თანახმაა, რომ:
30.6.1 ასეთი ბიზნეს პირობები, რომლებიც დადგენილი იქნება კლიენტებისთვის, წარმოადგენს წინამდებარე პირობების დამატებას; და
30.6.2 კლიენტმა არ უნდა განახორციელოს რაიმე ტრანზაქცია, სანამ არ გაიგებს და მიიღებს ბიზნეს პირობებს, რომლებიც გამოიყენება ამ კონკრეტული ინვესტიციისთვის, ინსტრუმენტისთვის ან კლიენტთა ჯგუფისთვის.
მიჩნეული იქნება, რომ კლიენტის მიერ ზემოაღნიშნულის მიუხედავად განხორციელებული ტრანზაქციები განხორციელდა ისე, თითქოს ეს ქვეპუნქტი ნამდვილად შესრულებული იქნა.
30.7 წინამდებარე პირობებში განსაზღვრული უფლებები და სამართლებრივი დაცვის საშუალებები კუმულაციურია და არ გამორიცხავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებს ან სამართლებრივი დაცვის საშუალებებს.
30.8 „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ კანონმდებლობით ან წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული რაიმე უფლების, უფლებამოსილების ან სამართლებრივი დაცვის საშუალების განხორციელებისას რაიმე შეფერხებამ ან უმოქმედობამ ან მათმა ნაწილობრივ ან არასრულად განხორციელებამ არ უნდა:
30.8.1 ხელყოს ან ხელი შეუშალოს ასეთი უფლების, უფლებამოსილების ან სამართლებრივი დაცვის საშუალების შემდგომ ან სხვაგვარ განხორციელებას; ან
30.8.2 იმოქმედოს როგორც უარის თქმამ ასეთ უფლებაზე, უფლებამოსილებაზე ან სამართლებრივი დაცვის საშუალებაზე.
30.9 წინამდებარე პირობების რომელიმე მუხლის შეუსრულებლობის ფაქტის აღიარებაზე უარის თქმა (თუ ეს არ არის წერილობითი შეთანხმებული იმ მხარის მიერ, რომელიც უარს ამბობს) არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც უარის თქმა იმავე პუნქტის მომავალ დარღვევაზე ან როგორც კონკრეტული დარღვევის გაგრძელების ნებართვა.
30.10 წინამდებარე დოკუმენტით კლიენტი ადასტურებს ყველა ტრანზაქციას „გალტ ენდ თაგარტთან“, რომელიც განხორციელდა კლიენტის მიერ წინამდებარე პირობებზე დათანხმებამდე, და აცხადებს თანხმობას, რომ კლიენტის უფლებები და ვალდებულებები მათთან დაკავშირებით რეგულირდება პირობებით.
30.11 წინამდებარე პირობების კორპორაციის ან სხვა იურიდიული პირის სახელით მიღებით ხელმომწერი პირი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ იგი უფლებამოსილია, იმოქმედოს ამ კორპორაციის ან იურიდიული პირის სახელით და დაავალდებულოს აღნიშნული კორპორაცია ან იურიდიული პირი წინამდებარე პირობებით და მათ საფუძველზე არსებული ყველა ვალდებულებით. თუ შემდგომში გაირკვევა, რომ ხელმომწერი პირი არ იყო სათანადოდ უფლებამოსილი დაევალდებულებინა კორპორაცია ან იურიდიული პირი, „გალტ ენდ თაგარტს“ ექნება უფლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ამ პირისგან. გარდა ამისა, ხელმომწერი გაათავისუფლებს „გალტ ენდ თაგარტს“ ყველანაირი პასუხისმგებლობის, ზარალის, ზიანის, ხარჯისა და დანახარჯისაგან „გალტ ენდ თაგარტის“ წინააღმდეგ იმის გამო წამოყენებულ პრეტენზიებთან ან სარჩელებთან დაკავშირებით, რომ ხელმომწერმა პირმა მოტყუებით იმოქმედა როგორც მოქმედების და აღნიშნული კორპორაციის ან იურიდიული პირის დავალდებულების უფლებამოსილების მქონემ.
30.12 კლიენტს უნდა შეეძლოს „გალტ ენდ თაგარტთან“ კომუნიკაცია ქართულ, ინგლისურ ან ნებისმიერ სხვა ენაზე, როგორც „გალტ ენდ თაგარტმა“ დროდადრო შეიძლება შესთავაზოს. „გალტ ენდ თაგარტს“ შეუძლია კომუნიკაცია ჰქონდეს კლიენტთან ქართულ, ინგლისურ ან მხარეებს შორის შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ენაზე.
30.13 „გალტ ენდ თაგარტმა“ ან მესამე პირებმა შეიძლება მიაწოდონ კლიენტს წინამდებარე პირობების თარგმნილი ვერსია. კლიენტისთვის და „გალტ ენდ თაგარტისთვის“ ერთადერთი იურიდიულად სავალდებულო ვერსიები იქნება ორიგინალები ქართულ და ინგლისურ ენებზე. ორიგინალ ქართულ ან ინგლისურ ვერსიასა და კლიენტის ხელთ არსებულ სხვა თარგმანს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ www.gt.ge-ზე გამოქვეყნებულ ორიგინალ ქართულ ან ინგლისურ ვერსიას.
30.14 კლიენტი თანახმაა, რომ „გალტ ენდ თაგარტი“ შეიძლება დახურული იყოს საქართველოს მნიშვნელოვან დღესასწაულებზე.
განცხადება რისკების გამჟღავნების შესახებ უცხოური ვალუტით და წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტებით (დერივატივებით) გარიგებების წარმოებასთან დაკავშირებით (CFD კონტრაქტების, ფიუჩერსებისა და ოფციონების ჩათვლით)
ეს მოკლე განცხადება, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე პირობების დამატებას, არ ასახავს ყველა რისკს და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს უცხოური ვალუტით და დერივატივებით გარიგებების წარმოებასთან დაკავშირებით. რისკების გათვალისწინებით, გარიგებები აღნიშნულ პროდუქტებთან დაკავშირებით მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დადოთ, თუ გესმით კონტრაქტების ბუნება და სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობა, რომელშიც შედიხართ, ასევე, თუ გესმით, რამდენად ექვემდებარებით რისკს. ტრანზაქციები უცხოურ ვალუტასა და დერივატივებში არ არის შესაფერისი საზოგადოების ბევრი წევრისთვის. თქვენ საფუძვლიანად უნდა განიხილოთ, არის თუ არა ტრანზაქცია თქვენთვის შესაფერისი თქვენი გამოცდილების, მიზნების, ფინანსური რესურსების და სხვა შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით.
უცხოური ვალუტა და დერივატივები
ტრანზაქციები უცხოურ ვალუტაში და დერივატივებში მაღალი რისკის შემცველია. საწყისი მარჯინის ოდენობა შეიძლება იყოს მცირე უცხოური ვალუტის ან დერივატივის კონტრაქტის ღირებულებასთან მიმართებით, შესაბამისად, ტრანზაქციები იქნება „ლევერიჯებული“ ან „გეარებული“ ბაზრის შედარებით მცირე მოძრაობა პროპორციულად უფრო დიდ გავლენას მოახდენს თქვენ მიერ შეტანილ ან შესატან თანხებზე; ამან შეიძლება იმუშაოს როგორც თქვენ წინააღმდეგ, ასევე თქვენ სასარგებლოდ. თქვენ შეიძლება მთლიანად დაკარგოთ საწყისი მარჯინ სახსრები და „გალტ ენდ თაგარტთან“ დეპონირებული ნებისმიერი დამატებითი სახსრები თქვენი პოზიციის შესანარჩუნებლად. თუ ბაზარი მოძრაობს თქვენი პოზიციის საწინააღმდეგოდ და/ან იზრდება მარჯინ მოთხოვნები, თქვენ შესაძლოა მოგეთხოვოთ დამატებითი სახსრების შეტანა მოკლე დროში თქვენი პოზიციის შესანარჩუნებლად. დამატებითი თანხების შეტანის მოთხოვნის შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი პოზიცი(ებ)ის დახურვა „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ თქვენი სახელით და ნებისმიერ დანაკარგზე ან დეფიციტზე პასუხისმგებელი თქვენ იქნებით.
გარკვეული ორდერების განთავსება (მაგ. „სტოპ დანაკარგის“ ორდერები, როდესაც ეს ნებადართულია ადგილობრივი კანონმდებლობით, ან „სტოპ ლიმიტ“ ორდერები), რომლებიც მიზნად ისახავს ზარალის გარკვეულ ოდენობამდე შეზღუდვას, შეიძლება არ იყოს საკმარისი, თუ ბაზრის პირობები შეუძლებელს ხდის ასეთი ორდერების შესრულებას, მაგალითად, ბაზარზე არსებული არალიკვიდურობის გამო. სტრატეგიები, რომლებიც იყენებენ პოზიციების კომბინაციებს, როგორიცაა „სპრედ“ და „სტრედლ“ პოზიციები, შეიძლება ისეთივე სარისკო იყოს, როგორც მარტივი „გრძელი“ ან „მოკლე“ პოზიციები.
ოფციონები
ტრანზაქციები ოფციონებში მაღალი რისკის შემცველია. ოფციონის მყიდველები და გამყიდველები უნდა გაეცნონ ოფციონის ტიპს (ანუ „ფუთ“ ან „ქოლ“ ოფციონებს), რომლითაც ისინი აპირებენ ვაჭრობას, და მათთან დაკავშირებულ რისკებს. თქვენ უნდა დაიანგარიშოთ, რამდენად უნდა გაიზარდოს ოფციონების ღირებულება, რომ თქვენი პოზიცია გახდეს მომგებიანი, პრემიისა და ტრანზაქციის ყველა ხარჯის გათვალისწინებით. ოფციონების მყიდველს შეუძლია ოფციონების ჩათვლა, შესრულება ან ოფციონის ვადის ამოწურვის დაშვება. ოფციონის შესრულება იწვევს ან ფულად ანგარიშსწორებას, ან მყიდველის მიერ საბაზო პროცენტის შეძენას ან მიწოდებას. თუ ოფციონი ფიუჩერსულია, მყიდველი შეიძენს ფიუჩერსულ პოზიციას დაკავშირებული ვალდებულებებით მარჯინზე (იხილეთ ზემოთ, თავი ფიუჩერსების შესახებ). თუ ვადის ამოწურვისას შეძენილი ოფციონი ფულის გარეშე რჩება, თქვენ დაკარგავთ მთელ თქვენს ინვესტიციას, რომელიც შედგება ოფციონის პრემიისგან, პლუს ტრანზაქციის ხარჯები. თუ თქვენ განიხილავთ ფულის გარეშე ოფციონის შეძენის შესაძლებლობას, უნდა იცოდეთ, რომ ასეთი ოფციონების მიერ მოგების მოტანის შანსი, ჩვეულებრივ, დაბალია.
ოფციონის გაყიდვა (“writing” ან “granting”) ზოგადად გაცილებით დიდ რისკთან არის დაკავშირებული, ვიდრე ოფციონების შეძენა. და თუმცა გამყიდველის მიერ მიღებული პრემია ფიქსირებულია, გამყიდველმა შეიძლება განიცადოს ზარალი, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ამ თანხას. ბაზრის არახელსაყრელი მოძრაობის შემთხვევაში გამყიდველი ვალდებული იქნება შეიტანოს დამატებითი მარჯინი პოზიციის შესანარჩუნებლად. გამყიდველი ასევე ექვემდებარება მყიდველის მიერ ოფციონის შესრულების რისკს და გამყიდველი ვალდებული იქნება ან შეასრულოს ოფციონი ნაღდი ფულით, ანდა შეიძინოს ან მიაწოდოს საბაზო პროცენტი. თუ ოფციონი ფიუჩერსულია, გამყიდველი შეიძენს ფიუჩერსულ პოზიციას დაკავშირებული ვალდებულებებით მარჯინზე (იხილეთ ზემოთ, თავი ფიუჩერსების შესახებ). თუ ოფციონს „დაფარავს“ გამყიდველი, რომელსაც აქვს შესაბამისი პოზიცია საბაზო აქტივზე, ფიუჩერსზე ან სხვა ოფციონზე, რისკი შეიძლება შემცირდეს. იმ შემთხვევაში, თუ ოფციონი არ არის დაფარული, ზარალის რისკი შეუზღუდავი შეიძლება იყოს.
ზოგიერთ ბირჟაზე ზოგ იურისდიქციაში დაშვებულია ოფციონის პრემიის გადახდის გადავადება, რის შედეგადაც მყიდველს ეკისრება პასუხისმგებლობა მარჯინ გადასახადებზე, რომლებიც არ აღემატება პრემიის ოდენობას. ამასთან, მყიდველი კვლავ ექვემდებარება პრემიის და ტრანზაქციის ხარჯების დაკარგვის რისკს. როდესაც ოფციონი სრულდება ან იწურება, მყიდველი პასუხისმგებელია იმ დროისათვის გადაუხდელ ნებისმიერ პრემიაზე.
უცხოურ ვალუტასთან და დერივატივებთან დაკავშირებული ტრანზაქციებისთვის დამახასიათებელი დამატებითი რისკები
თქვენ უნდა გაიგოთ ფირმისგან, რომელთანაც მუშაობთ, გაფორმებული კონტრაქტების პირობები და ინფორმაცია მათთან დაკავშირებული ვალდებულებების შესახებ (მაგალითად, გარემოებები, რომელთა დროს შეიძლება ვალდებული იყოთ განახორციელოთ ან მიიღოთ ფიუჩერსული კონტრაქტის საბაზო პროცენტის მოწოდება, ხოლო ოფციონების შემთხვევაში - ვადის ამოწურვის თარიღები და შესრულების დროის შეზღუდვები). გარკვეულ გარემოებებში შეუსრულებელი კონტრაქტების მახასიათებლები (მათ შორის ოფციონის შესრულების ფასი) შეიძლება შეიცვალოს ბირჟის ან საკლირინგო სახლის მიერ, რათა აისახოს ცვლილებები საბაზო პროცენტში.
ბაზრის მდგომარეობამ (მაგალითად, არალიკვიდურობამ) და/ან ზოგიერთი ბაზრის წესების მოქმედებამ (მაგალითად, ვაჭრობის შეჩერებამ ნებისმიერ კონტრაქტზე ან საკონტრაქტო თვეში ფასების შეზღუდვების ან ე.წ. "circuit breaker"-ის (ვაჭრობის შეჩერების პროცედურა ფასების მკვეთრი ცვლილებისას) გამო) შეიძლება გაზარდოს ზარალის რისკი, რაც გაართულებს ან შეუძლებელს გახდის ტრანზაქციების განხორციელებას ან პოზიციების დახურვას/ჩათვლას. თუ თქვენ გაყიდეთ ოფიციონები, ამან შეიძლება გაზარდოს ზარალის რისკი.
ნორმალური საფასო ურთიერთობები საბაზო აქტივსა და დერივატივს შორის ყოველთვის არ არსებობს. საბაზისო საორიენტაციო ფასის არარსებობამ შესაძლოა გაართულოს „სამართლიანი“ ღირებულების განსაზღვრა.
თქვენ უნდა გაეცნოთ დაცვას, რომელიც აქვს იმ ფასიან ქაღალდს, რომლის დეპონირებასაც ახდენთ, ფულის ან სხვა აქტივების სახით შიდა და უცხოეთის ტრანზაქციებში, განსაკუთრებით ფირმის გადახდისუუნარობის ან გაკოტრების შემთხვევაში. ის, თუ რამდენად შეგიძლიათ დაიბრუნოთ თქვენი ფული ან სხვა აქტივები, რეგულირდება იმ ქვეყნის კანონმდებლობით და ადგილობრივი წესებით, სადაც კონტრაჰენტი მოქმედებს.
სანამ ვაჭრობას დაიწყებთ, უნდა მიიღოთ მკაფიო განმარტება ყველა საკომისიოს, მოსაკრებლისა და სხვა გადასახდელის შესახებ, რომლებზეც პასუხისმგებელი იქნებით. ეს გადასახდელები გავლენას მოახდენს თქვენს წმინდა მოგებაზე ან ზარალზე.
ტრანზაქციებმა სხვა იურისდიქციების ბაზრებზე, მათ შორის ბაზრებზე, რომლებიც ფორმალურად არის დაკავშირებული შიდა ბაზართან, შეიძლება დაგაყენოთ დამატებითი რისკის წინაშე. ასეთი ბაზრები შეიძლება ექვემდებარებოდეს რეგულირებას, რომელიც შეიძლება ინვესტორებისთვის განსხვავებულ ან ნაკლებ დაცვას უზრუნველყოფდეს. თქვენი ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანო ვერ შეძლებს აიძულოს მარეგულირებელი ორგანოების ან ბაზრების წესების აღსრულება სხვა იურისდიქციებში, სადაც თქვენი ტრანზაქციები განხორციელდა.
მოგება და ზარალი იმ ტრანზაქციებიდან, რომლებიც ტარდება უცხოურ, თქვენი ანგარიშის ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში დენომინირებულ კონტრაქტებთან დაკავშირებით, დამოკიდებული იქნება ვალუტის კურსის რყევებზე, როდესაც საჭირო ხდება იმ ვალუტის კონვერტაცია ანგარიშის ვალუტაში, რომელშიც დენომინირებულია კონტრაქტი.
ღია და ელექტრონული სავაჭრო საშუალებების უმეტესობა მხარდაჭერილია კომპიუტერული კომპონენტების მქონე სისტემებით შეკვეთების მარშრუტიზაციისთვის, შესრულებისთვის, შეთანხმებისთვის, რეგისტრაციისთვის ან სავაჭრო გარიგებების კლირინგისთვის. როგორც ყველა საშუალებასა და სისტემაზე, მათზე მოქმედებს დროებითი შეფერხება ან მწყობრიდან გამოსვლა. თქვენი უნარი, აინაზღაუროთ გარკვეული ზარალი შეიძლება დამოკიდებული იყოს პასუხისმგებლობის შეზღუდვებზე, რომლებიც დაწესებულია სისტემის პროვაიდერის, ბაზრის, საკლირინგო სახლის და/ან წევრი ფირმების მიერ. ასეთი შეზღუდვები შეიძლება განსხვავდებოდეს: ამ თვალსაზრისით დეტალებთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ ფირმას, რომელთანაც მუშაობთ.
ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში ვაჭრობა შეიძლება განსხვავდებოდეს არა მხოლოდ ღია ბაზარზე ვაჭრობისგან, არამედ სხვა ელექტრონულ სავაჭრო სისტემებში ვაჭრობისგანაც. თუ თქვენ ასრულებთ ტრანზაქციებს ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში, თქვენ დაექვემდებარებით სისტემასთან დაკავშირებულ რისკებს, მათ შორის გაუმართაობას აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობაში. სისტემის ნებისმიერი გაუმართაობის შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ თქვენი ორდერი ან არ შესრულდეს თქვენი ინსტრუქციების შესაბამისად, ან საერთოდ არ შესრულდეს, და თქვენ არ გქონდეთ შესაძლებლობა, მუდმივად იყოთ ინფორმირებული თქვენი პოზიციებისა და მარჯინის მოთხოვნების შესრულების შესახებ.
ზოგიერთ იურისდიქციაში ფირმებს უფლება აქვთ, განახორციელონ ბირჟისგარე ტრანზაქციები. ფირმამ, რომელთანაც თქვენ მუშაობთ, შეიძლება შეასრულოს თქვენი კონტრაჰენტის ფუნქცია ამ ტრანზაქციასთან დაკავშირებით. შეიძლება რთული ან შეუძლებელი იყოს არსებული პოზიციის ლიკვიდაცია, ღირებულების შეფასება, სამართლიანი ფასის დადგენა ან რისკის ზემოქმედების შეფასება. ამ მიზეზების გამო ეს ტრანზაქციები შეიძლება გაზრდილ რისკებთან იყოს დაკავშირებული. ბირჟისგარე ტრანზაქციები შეიძლება იყოს ნაკლებად რეგულირებული ან ექვემდებარებოდეს დამოუკიდებელ მარეგულირებელ რეჟიმს. სანამ ასეთ ტრანზაქციას განახორციელებთ, უნდა გაეცნოთ მოქმედ წესებს და თანმდევ რისკებს.
Request an account opening online via our website
Add funds quickly and securely via bank transfers
Access 35,000+ instruments across all asset classes
All platforms are available from single G&T account.
Request an account opening online via our website
Add funds quickly and securely via bank transfers
Access 35,000+ instruments across all asset classes